spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აუცილებელია ეროვნული თანხმობის ჩვენება ისეთ საკითხზე, როგორიცაა საქართველოს...

“აუცილებელია ეროვნული თანხმობის ჩვენება ისეთ საკითხზე, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების მოთხოვნით ოფიციალური განაცხადის საკითხს ეხმიანება. გიორგი ვაშაძის თქმით ეს ისტორიული დღეა, რომლის თანაზიარიც ყველა მოქალაქეა. ვაშაძე ინიციატივით გამოდის, რომ უახლოეს პერიოდში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი სტრასბურგში, ბრიუსელში, ევროკავშირის ყველა ოფიციალურ სტრუქტურაში განხორციელდეს

დღეს ისტორიული დღეა, – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების მოთხოვნით ოფიციალური განაცხადი შედის ევროკავშირში. ამ ისტორიული მომენტის თანაზიარია საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა პოლიტიკური პარტია, მიუხედავად შეხედულებისა და პოზიციისა. საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მომენტში, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობა და ერთიანობა ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებისთვის.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გამოვდივარ ინიციატივით და მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ უახლოეს პერიოდში მომზადდეს და განხორციელდეს ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი სტრასბურგში, ბრიუსელში, ევროკავშირის ყველა ოფიციალურ სტრუქტურაში, რათა რეალურად დავაჩქაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის დაწყება. ამავე დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ მიუხედავად შიდაპოლიტიკური განსხვავებებისა, ყველა პოლიტიკური პარტია, მთელი საქართველო ერთიანია ამ საკითხში. აუცილებელია ეროვნული თანხმობის ჩვენება ისეთ საკითხზე, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“ნომინალური დემოკრატიის შექმნა და დასავლური ორიენტირი პრაქტიკულად ხელახლაა დასაწყები” – არჩილ გამზარდია

სომხეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) მე-8 სამიტზე მთავრობის...

“252,029  მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება” – საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა....

“ომი დამთავრდა 8 მაისს ევროპის დროით და ვინც 9 მაისს აღნიშნავს, ის არის საბჭოთა...

გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, კონკრეტულ მაგალითზე მინიშნებით, თავის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...