spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: დედაქალაქში უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას შევაგროვებთ

კახა კალაძე: დედაქალაქში უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას შევაგროვებთ

თბილისში უკრაინელი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მოადგილეს, ილია ელოშვილს შესაბამისი ადგილის გამოყოფა დაავალა, სადაც ნებისმიერი მსურველი ჰუმანიტარული ტვირთის მიტანას შეძლებს.

თბილისი და კიევი დაძმობილებული ქალაქები არიან. ასევე, გვყავს პარტნიორი ქალაქები უკრაინიდან და ჩვენ აუცილებლად აქტიურად ჩავერთვებით იმ ჰუმანიტარულ დახმარებაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. შევუერთდებით ცენტრალურ ხელისუფლებას ამ წამოწყებაში. ბევრი ზარი შემოდის, სურთ, ჩაერთონ ამ მხარდამჭერ აქციაში. ილია ელოშვილს ვავალებ, ადგილი გამოყოს, სადაც ამ საქმეში რიგით მოქალაქეებსაც შეეძლებათ თავიანთი წვლილის შეტანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მზადაა, თავშესაფრის მაძიებელი უკრაინული ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყოს.

საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპზე ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, პირველივე დღეებიდანვე გაეწია დაეხმარება. საქართველოს მთავრობამ მათი განთავსება სასტუმროებში და კვებით უზრუნველყოფა მოახდინა.

ჩვენი მხრივ, თბილისის მერია მიიღებს ზომებს, რომელიც ერთგვარად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ რთულ ვითარებაში მყოფ ადამიანებს და თუნდაც დღეს არსებული ყოფითი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

უამრავმა უკრაინულმა ოჯახმა დატოვა ქვეყანა და ეძებს თავშესაფარს. პირადად მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ, უზრუნველვყოთ ისინი საცხოვრებლით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უკრაინელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.

შეიძლება უმნიშვნელოა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ჩვენი უკრაინელი სტუმრებისთვის იქნება უფასო. მათ გადაეცემათ სამგზავრო აბონემენტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...