კვირა, მაისი 19, 2024

კომპანია “თბილისი ენერჯი”-ს სასარგებლო, საყურადღებო, გასათვალისწინებელი რჩევები

გახშირებული საგანგებო შემთხვევებისა და ბაზის გაჟონვის გამო მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით კომპანია “თბილისი ენერჯი” მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და საყურადღებო, გასათვალისწინებელ რჩევებს სთავაზობს:

1. თუ იგრძენით გაზის სუნი! სასწრაფოდ გადაკეტეთ გაზის ონკანები, გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ ფართი. დარეკეთ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 და დატოვეთ სახლი;

2. თქვენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის – დაუშვებელია გაზის ქსელის და გაზზე მომუშავე დანადგარების თვითნებური მონტაჟი. ანდეთ საქმე კვალიფიციურ სპეციალისტებს;

3. აუცილებელია! სახლიდან გასვლის წინ გაზის დანადგარებზე ონკანები გადაკეტოთ;

4. რეკომენდირებულია ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ გაზზე მომუშავე გამათბობლებზე გაზის ონკანები გადავკეტოთ;

5. რეკომენდირებულია! თუ ბინაში არ ცხოვრობთ და დაკეტილია (თუნდაც დროებით) დაგვირეკეთ და მოითხოვეთ გაზის მიწოდების დროებით შეწყვეტა თქვენი სახლის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის;

6. აუცილებელია! თბილისი ენერჯის სპეციალისტებს მისცეთ საშუალება თქვენს საცხოვრებელ ფართში შეამოწმონ გაზმომარაგების ქსელი;

7. კატეგორიულად აკრძალულია! გათიშული გაზის ქსელის თვითნებური ჩართვა ან ან გაზზე მომუშავე დანადგარების თვითნებური მონტაჟი. ამით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნით;

8. დაუშვებელია გაზის ქსელის და გაზზე მომუშავე დანადგარების დამონტაჟება სარდაფებში ან ისეთ ფართში რომელიც არ ნიავდება;

9. ვიდრე სახლს ან ოფისს იქირავებთ, იგირავებთ ან იყიდით, აუცილებლად მოითხოვეთ გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შემოწმება. არ გადახვიდეთ ახალ ფართში ვიდრე არ დარწმუნდებით რომ თქვენი უსაფრთხოება დაცულია. დარეკეთ ცხელის ხაზის ნომერზე 2 40 40 04 მომსახურება უფასოა;

10. აუცილებელია საცხოვრებელ ფართში სადაც დამონტაჟებულია გაზზე მომუშავე ხელსაწყოები გამართულად მუშაობდეს სავენტილაციო არხი, ფანჯარას ჰქონდეს სარკმელი ან გადმოსაკიდი ფანჯარა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული