ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბონდო მძინარაშვილი: "ეს გამარჯვება ბიძინა ივანიშვილმა მოგვიტანა!"

ბონდო მძინარაშვილი: “ეს გამარჯვება ბიძინა ივანიშვილმა მოგვიტანა!”

სოციალური ქსელის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი და კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ახლო წარსულიდან:

თუ მოხვალთ კი არა, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში…” – 2011 წლის 1 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციაზე დასმული ჩემი შეკითხვის დასაწყისი ბევრს გახსოვთ.
ისიც ბევრს გახსოვთ, რა ხდებოდა იმდროინდელ საქართველოში – სადისტურმა რეჟიმმა რამდენიმე თვით ადრე ნამდვილი სასაკლაო მოაწყო რუსთაველის გამზირზე.

ეს იყო ყველაზე დიდი სისასტიკე, რაც კი საქართველოს ხელისუფლებებს ჩაუდენიათ ხალხის წინააღმდეგ, – სხვა დროს გასაქცევი გზა მაინც არსებობდა, 25-26 მაისის ღამით კი ყველა მხრიდან ალყაში მოქცეულ აქციის მონაწილეებს პათოლოგიურად გაუსწორდნენ.
ეს ფაქტი არასოდეს დაავიწყდება საქართველოს!

და ახლა, ამ გადასახედიდან, უკვე ზუსტად ვიცი, რატომ ვიყავი დარწმუნებული, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლებოდა!

ჩვენ სხვა გზა აღარ გვქონდა!

თუმცა, არსებობდა ერთი მოუგვარებელი პრობლემა, რითაც მანიაკი ხელისუფლება ოსტატურად სარგებლობდა და მანიპულირებდა. ეს იყო ოპოზიციური ძალების დაქსაქსულობა, არაორგანიზებულობა და წაჯექ-უკუჯექობანა!

ამ გადასახედიდან ცხადია, თუ რატომ ვერ ახერხებდა ოპოზიცია გაერთიანებას მოძალადე ხელისუფლების წინააღმდეგ: ზოგიერთი წარსულში მათი ნაწილი იყო, ზოგიც – მოსყიდული, ზოგი კი – შეშინებული!

გზა კი არ ჩანდა, – სადისტებმა არა მარტო ხალხის, არამედ ბიზნესმენების და, უპირველესად, პოლიტიკოსების დიდი ნაწილი დათრგუნეს და დაიმორჩილეს!

ამ დროს პოლიტიკური პარტიების კოალიციის შექმნა ერთადერთი გამოსავალი იყო: ჯერ პოლიტიკოსებს უნდა დაბრუნებოდათ თავდაჯერებულობა!

ეს კოალიცია შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და, ბუნებრივია, სათავეშიც თვითონ ჩაუდგა!
ეს იყო იმ დროისთვის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, – საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლით გარისკვა!

და დიდ სიფრთხილესაც მოითხოვდა: იმ კოალიციაში ყველა ვერ იქნებოდა. და თუ რატომ ვერ იქნებოდა, ესეც საჯაროდ გვითხრა კოალიციის ლიდერმა.

ამიტომაც, თითოეული გადაწყვეტილება, იმავდროულად, სკრუპულოზურ მიდგომას მოითხოვდა, რომ მცირე შეცდომას კატასტროფა არ გამოეწვია, – შიშგამჯდარ პოლიტიკოსებს ისევ ფრუსტრაცია არ დამართნოდათ.

კარგად მახსოვს, კოალიციის სუბიექტი პარტიების გამარჯვებაში დაეჭვებულ წარმომადგენლებს პირად საუბრებში (და ტელეეთერშიც კი!) როგორ ვუმეორებდი, – “თუ” კი არა, “როცა” თქვით, “როცა გავიმარჯვებთ”!

ამ დროს იმედს გვისახავდა ის ფაქტი, რომ პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო ადამიანმა, რომელსაც ვერ შეაშინებდნენ, ვერ მოისყიდიდნენ და ვერ დაიმორჩილებდნენ!
იცოდნენ, რომ მცდელობა ამაო იქნებოდა, რადგან იცნობდნენ!
ყველა არა, მაგრამ რამდენიმე კარგად იცნობდა!
და ასევე კარგად ხვდებოდნენ, რომ ეს იყო მათი დასასრულის დასაწყისი!

პოლიტიკოსები, ზოგადად, მიკიბულ-მოკიბულს ამჯობინებენ, – ეს ჰგონიათ დიდი პოლიტიკა!
ბიძინა ივანიშვილის წერილები კი, რომლებიც მაშინ გამოქვეყნდა, პირდაპირობით და გულწრფელობით გამოირჩეოდა.

ასე მხოლოდ საკუთარ ძალებში და საკუთარი მოქმედების სისწორეში ღრმად დარწმუნებული ადამიანები მიმართავენ თანამოაზრეებსაც და ოპონენტებსაც!

ზემოთ გულწრფელობა ვახსენე. ბევრი გაკვირვებული ამბობდა, – ასე ყველაფრის ღიად თქმა როგორ შეიძლებაო. პოლიტიკოსებიც და ხალხიც მიჩვეული იყვნენ ნახევარსიმართლეს, ნახევარტონებს, ნახევარ… მოკლედ, ყველაფერს ნახევარს, – არასრულს, არასრულყოფილს და არასრულფასოვანს!
ამიტომაც უკვირდათ!

მერე დარწმუნდნენ, პირადი შეხვედრების დროს და საჯარო გამოსვლების მოსმენით მიხვდნენ, რომ იმ ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ გულწრფელობით მოხერხდებოდა.
ამიტომ აირჩია ეს გზა!

გზა, რომელიც გამოჩნდა!

გზა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაადგა და პოლიტიკოსებსაც აიძულა, ამ გზას გაყოლოდნენ.

ეს იყო ბრძოლა, – დაუნდობელი, სასტიკი ბრძოლა!
ოღონდ ზედმეტი ხმაურის გარეშე!

მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა, ბიძინა ივანიშვილი თვითონაც სიმშვიდეს ინარჩუნებდა და კოალიციის ლიდერებს და ხალხსაც მოთმინებისკენ მოუწოდებდა.
არცერთი ხმამაღალი სიტყვა!

ასე მხოლოდ დიდი გამოცდილების და მიზანდასახულ ადამიანს შეეძლო პროცესების მართვა. მით უფრო, იმ დროს და იმ ვითარებაში.

ასე გადავრჩით!
ასე გავიმარჯვეთ!
ეს გამარჯვება ბიძინა ივანიშვილმა მოგვიტანა!

დღეს დაბადების დღე აქვს და ბევრი მილოცვა მიიღო, რაც ბუნებრივია.
მე კი, მილოცვასთან ერთად, მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს იმ გამარჯვებისთვის, ჯერარნახული მასშტაბის ქველმოქმედებისთვის, ათასობით შენარჩუნებული სიცოცხლისთვის, აღდგენილი ეკლესიებისთვის, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის და სხვა უამრავი განხორციელებული პროექტისთვის.

ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი…
ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერს ეშველება, თუკი ამ პრობლემებს სერიოზულად გავიაზრებთ და მადლისმქმნელის დაფასებასაც ვისწავლით.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო – საქართველო!❤️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

“ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...