კვირა, ივნისი 29, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ნაციონალური მოძრაობა" არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს...

“ნაციონალური მოძრაობა” არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბატონ ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში – ხატია დეკანოიძე

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე კომენტარს აკეთებს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ პარტია რუსთავში ჩასატარებელ შუალედურ არჩევნებში მხარს დაუჭერს ,,ლელოს საქართველოსთვის“ გენერალურ მდივანს ბადრი ჯაფარიძეს:

,,რაც მოხდა, ეს იყო მანდატის პოლიტიკური ქურდობა იმისთვის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იყოს ძლიერად წარმოდგენილი და არ გვქონდეს ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიები შევქმნათ. ამიტომ ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის, შუალედური არჩევნები, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არის ძალიან პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ბატონი ბადრის მხრიდან.

რაც შეეხება მის მხარდაჭერას რუსთავში მოგახსენებთ, რომ ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი – ,,ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბატონ ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში.

ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ერთიანი ძალისხმევა, ასევე ვიაზრებთ იმასაც, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება იმიტომ, რომ  ხელისუფლება მთელი რესურსის მობილიზაციას შეეცდება, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება. ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი...

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...