კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსის მშენებლობა გრძელდება

ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსის მშენებლობა გრძელდება

რუსთავის სპორტკომპლექსი იქნება მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებისთვის ის შესაძლებლობა, რომელიც ამ დიდ ქალაქს აქამდე არ ჰქონდა. წლის ბოლოს უკვე მისი დასრულება იგეგმება და ყველა თაობის, მათ შორის, პროფესიონალ სპორტსმენებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შესაბამისი, თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო სივრცეებით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რომ 2021 წელს ქვეყნის 4 ქალაქში დავიწყეთ სპორტული კომპლექსებისა და ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა, რომელთა დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება,“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რუსთავში სპორტული კომპლექსის მიმდინარე მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა.

ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს.

სპორტული კომპლექსი ორსართულიანი იქნება და მასში 1500 მაყურებელზე გათვლილი დახურული სპორტული დარბაზი მოეწყობა. სპორტული დარბაზის და კომპლექსის სხვადასხვა სივრცეების გამოყენება შესაძლებელი იქნება სპორტის ისეთი სახეობებისთვის როგორიცაა კრივი, კალათბურთი, ხელბურთი, მინი ფეხბურთი და სხვა.

შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს, გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი და დასასვენებელი ოთახების და სველი წერტილების მოწყობა, იქვე განთავსდება ღია კაფე, სპორტული მაღაზია, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა. იგეგმება საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც, რომელთა გასწვრივ გარე განათების ლამპიონები, დასაჯდომი სკამები და სანაგვე ურნები დამონტაჟდება, მიმდებარე ტერიტორია კი გამწვანდება.

სპორტული კომპლექსის პროექტი საერთაშორისო ფედერაციების (FIBA, IHB, FIVB) სტანდარტების გათვალისქწინებით შემუშავდა.

სპორტული კომპლექსი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შენდება და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 19.3 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე ქვემო ქართლის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა. „საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები ვითარდება რომლის ფარგლებშიც კომპფორტული და უსაფრთხო გადაადილების გარდა, შესაძლებელია კონკრეტული მდებარეობების ერთმანეთთან უფრო დაახლოვება, დროის დაზოგვა, რაც საბოლოო ჯამში, დადებით ზეგავლენას იქონიებს ეკონომიკის სტიმულირების კუთხით,“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რაცხა ფარცაგია ქოცების თავს, გეუბნებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული ვარაუდები ტელეკომპანია...

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...