spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"მასწავლებელთა სქემამ გააღრმავა უსამართლობის განცდა სტატუსიან თუ უსტატუსო...

“მასწავლებელთა სქემამ გააღრმავა უსამართლობის განცდა სტატუსიან თუ უსტატუსო მასწავლებლებში” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე, სკოლებში, მასწავლებლებს შორის გაჩენილი უსამართლობის განცდის თაობაზე საუბრობს და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს:

პოლიტიკურ ხავსად ქცეულმა მასწავლებელთა სქემამ გააღრმავა უსამართლობის შეგრძნება სტატუსიან თუ უსტატუსო მასწავლებლებში. ასეულობით შეტყობინება მოგვდის ყოველდღიურად და თითოეული წერილის ავტორს თავისი წილი სიმართლე აქვს. როგორც გამოცდაჩაბარებული, ასევე სკოლის გარეთ დარჩენილი მასწავლებლები წუხან სამინისტროსგან მიყენებული ზიანის გამო და თავს მოტყუებულად თვლიან.

სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ სკოლა და მთლიანად სასკოლო საზოგადოება საარჩევნო ინსტრუმენტად გამოიყენება. ის რომ სკოლას ჭირდება კვალიფიციური მასწავლებელი ეს საკამათო არ არის, მაგრამ განათლების სამინისტრომ ამ პოზიციიდან მაშინ გადაუხვია, როდესაც 2015 წლის 20 თებერვლის მთავრობის #68 დადგენილება გვერდზე გადადო და მასწავლებელთათვის კვალიფიკაციის ამაღლების 2019 წლამდე მიცემული ვადები გაახანგრძლივა. მიზეზი ცხადია, რომ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების ცდუნება იყო. 2020 წლისა თუ 2021 წელს საარჩევნოდ მისაღები ბენეფიტები უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნიეს, ვიდრე სკოლის გაჯანსაღება და კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტება.

ხოლო 2021 წლის მცდელობა, რომ შუა სასწავლო წელს პრაქტიკოსი მასწავლებელთათვის ხელშეკრულების შეეწყვეტათ, არ გახლდათ განათლების მიზნებით ნაკარნახევი. მიზეზი მარტივია – მორიგ არჩევნებს ხელისუფლება 2024 წლამდე არ გეგმავს“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ ველზე…” – არჩილ გამზარდია

ქართულ პოლიტიკურ ველზე გაჩენილ სიახლეებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...