spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ბერაია: "რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები ბევრია და პრიორიტეტებიც...

ირაკლი ბერაია: “რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები ბევრია და პრიორიტეტებიც ამ გამოწვევების შესაბამისად გვაქვს”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გავლენაზე, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებსა და გამოწვევებზე დახურული შეხვედრა გამართა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილემ და თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეპუტატებს დახურულ ფორმატში ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია შეაფასა:

კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლებმა უსაფრთხოების გარემოზე, სხვადასხვა ხასიათის საფრთხეებზე და გამოწვევებზე ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს. საუბარია როგორც სამხედრო ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ გამოვლინებებზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონკრეტულ რეგიონებზე, როგორც ჩვენს ასევე სხვა რეგიონებზე, სადაც დღეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აქტივობებს ადგილი აქვს და საიდანაც შესაძლოა არსებობდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ნეგატიური გავლენა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

როგორც დაზვერვის სამსახურის, ასევე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მხრიდან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ და შესაბამისი უწყებების მოსმენების აღნიშნული პრაქტიკა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდება.

გამოწვევები არის ბევრი, პრიორიტეტებიც ამ გამოწვევების შესაბამისად არის ბევრი და მნიშვნელოვანი და ჩვენი საინფორმაციო მოთხოვნებისთვის ისევე როგორც ჩვენი საზედამხედველო საქმიანობისთვის მსგავსი მოსმენები მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა...

აშშ რესპუბლიკური პარტიის წევრის, სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელ გარდაცვალებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...