spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ცოტა აზრზე მოდით ბატონო კახი! უფასო სასადილოების მომსახურების...

“ცოტა აზრზე მოდით ბატონო კახი! უფასო სასადილოების მომსახურების ნაცვლად მხოლოდ პროდუქტის დარიგებაზე ფიქრიც კი გააზრებული მავნებლობაა თბილისის მერის მხრიდან” – თეონა ჭალიძე

უფასო სასადილოების მომსახურების ნაცვლად მხოლოდ პროდუქტის დარიგებასთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობას ეხმაურება პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე და კონკრეტული შეფასებებით მიმართავს თბილისის მერს, კახა კალაძეს:

უფასო სასადილოების მომსახურების ნაცვლად მხოლოდ პროდუქტის დარიგებაზე ფიქრიც კი და ბაზრის მოკვლევა არის გაუაზრებელი ქმედება ან გააზრებული მავნებლობა თბილისის მერის მხრიდან. ალბათ უფრო მეორე.

ბატონო კახი,

1. თუ მაინც და მაინც – საჭიროა დიფერენცირებული მიდგომა. გაცნობებთ რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც თავად არ შეუძლიათ სადილის მომზადება!

2. პროდუქტი, რის გაცემასაც აპირებთ, იქნება იმდენად მცირე, რომ იმით იგივე ეფექტის მიღწევა შეუძლებელი იქნება, რაც ერთობლივად მომზადებისას;

3. სოციალურად დაუცველებს გაეზრდება კომუნალური ხარჯი და ეს დამატებით დააზარალებს მათ;

4. სასადილოები იძულებული გახდებიან უმუშევრად დატოვონ რიგი თანამშრომლები;

5. თავი შეკავეთ და ნუღარ მოითბობთ ხელს გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე. მორიგი კორუფციული გარიგების სუნი დადგა;

6. ყოველი ჭამის დროს გაიხსენეთ რას და რა რაოდენობით ჭამენ ადამიანები, ერთხელ ექსპერიმენტი ჩაატარეთ, ერთი ორშაბათი გაატარეთ ამ მენიუზე (400 გრამი მაწვნის შეჭამანდი, 200 გრამი მანის ფაფა, 250 გრამი პური,) და მერე წარმოიდგინეთ რომ მოგცენ 40 გრამი მაწონი, 12 გრამი, ხახვი, 30 გრამი ბრინჯი, მეოთხედი კვერცხი, 7 გრამი მწვანილი და თავად უნდა მოამზადოთ კერძი.

დაახლოებით ამ სიტუაციაში უნდა ჩააგდოთ ადამიანები, ოჯახები სადაც ერთი, ორი ან სამი ოჯახის წევრია. ასე რომ ცოტა აზრზე მოდით ბატონო კახი!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თეონა ჭალიძე და უფასო სასადილოების სადილის ერთკვირიანი მენიუსთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას (დანართს) აქვეყნებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

“სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა” – მარიამ ლაშხი

„სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო...

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...