ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა, მოსახლეობას უნდა...

“ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა, მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ გვაქვს მზაობა, უფრო უკეთესი, უფრო წარმატებული წელი გვქონდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა უნდა გაეწიოს მოსახლეობას.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა მინისტრს წარმატებული საქმიანობისთვის. ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, პირიქით. გასულ წელს, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ქვეყანაში. მათ შორის, იყო არჩევნები. საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა. ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, მაგრამ ჩვენ გვაქვს მზაობა, უფრო უკეთესი, უფრო წარმატებული წელი გვქონდეს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა, მეტი შემართებით, მობილიზებით, რომ რაც შეიძლება მეტი გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას. განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, თანადგომას.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ სერვისებზე წვდომა. უნდა გავაუმჯობესოთ, უნდა დავხვეწოთ სახელმწიფო სერვისები, ბიზნესს უნდა გავუმარტივოთ ოპერირება და საქმიანობა. ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა გავუწიოთ ჩვენს მოსახლეობას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ შესრულდა დაპირება, – აზარტული თამაშების საკითხი დარეგულირდა ქვეყანაში. მთავრობის მეთაურმა პარლამენტს შესაბამისი კანონის მიღებისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული გადაწყვეტილებები.

კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ამ თემაზე ჩვენ ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა.

ბატონი ზურა, ახალი მინისტრი, უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომ გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ ასევე ვაპირებთ, გავხსნათ თურქეთის ბაზარიც, თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე. ამას გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე და აღნიშნული პროექტი მიმდინარე თვიდან დაიწყება.

ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პროექტი გვექნება სამუშაო ადგილების საკითხი. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიზნით, შეგახსენებთ, რომ ჩემი ინიციატივით დავიწყეთ უკვე მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ინიციატივაზე. ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში. რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითი დაამუშავეს და ჩვენ უკვე იანვრიდან ვიწყებთ ამ პროექტს. ჩვენ შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს.

ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა, მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს. მომდევნო სამი წელი, მოგეხსენებათ, რომ არჩევნები არ იქნება ქვეყანაში. პოლიტიკური სიტუაცია არის მნიშვნელოვნად დასტაბილურებული და ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ. საქმე, საქმე და საქმე – მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

“ჩვენს შვილებს თავისუფალი, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო უნდა დავუტოვოთ!” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“გაუმარჯოს ვინც იბრძოდა და წავიდა. გაგვიმარჯოს ვინც დავრჩით! და მივხედოთ საქმეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველოს დატოვებისა და ემიგრაციაში წასვლის მოხშირებულ ფაქტებს ეხმაურება სამოქალაქო...

“ვუყურე მაკრონის, მე ვიტყოდი, ისტორიულ მიმართვას ფრანგი ხალხისადმი” – გია ხუხაშვილი

საპრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიმართვას, კონკრეტული შეფასებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“უკრაინა მზადაა რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა” –...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, სადაც  პროცესების შეფასებას...