ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ამათ, მე მგონი, რეალური მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან – ნიკა მელია

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ განიხილა პარლამენტის დეპუტატის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საკითხი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ოპოზიციონერ დეპუტატს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი, რომლის უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხუმრობით “განმარტა” ნიკა მელიამ:

ამათ, მე მგონი, მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან“.

ნიკა მელია კვლავაც აპირებს გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა და მიაჩნია, რომ ელექტრონული მონიტორინგის ღონისძიება არ შეაფერხებს მისი მიერ დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებას.

მე ისეთივე დეპუტატი ვარ, ისეთივე პარლამენტის წევრი ვარ, თავისი უფლებებითა და ვალდებულებით, როგორიც არის დანარჩენი 149. ე.ი. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და იჯექი სახლში, არ გამოხვიდეო, არამედ საპარლამენტო საქმიანობაც არ აწარმოო. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ იმ მუხლს, რა მუხლითაც მე შემეზღუდა პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთანაც და რეგლამენტთანაც.

პირდაპირ გეტყვით, როდესაც ჩაინიშნება სხდომა პარლამენტში, მე აუცილებლად შევატყობინებ, რახან ასე უნდათ, პროკურატურას, ცნობის სახით ვაცნობებ, აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე დასასწრებად” –  აღნიშნა დეპუტატმა.

მის მიმართ წარმოებულ პროცესში ბიძინა ივანიშვილის პირად დაინტერესებას ხედავ ოპოზიციონერი დეპუტატი და მიმართავს “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს:

არ გამოვა, ჩემო ბიძინა, ასე. თქვენ ვეღარ კარნახობთ, თუ როგორი იყოს პოლიტიკური პროცესი, ამ ქვეყანაში. თქვენ ხართ, დიახაც, პოლიტიკური დამნაშავე, როგორც მინიმუმ და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, თქვენ, ქართული მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებთ, გახარიანად, მაგრამ თქვენს უსამართლო დაკრულზე არავინ ცეკვას არ აპირებს!” – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული