ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიირაკლი ხმალაძე: დასუფთავების მოსაკრებელი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის უცვლელი რჩება

ირაკლი ხმალაძე: დასუფთავების მოსაკრებელი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის უცვლელი რჩება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დასუფთავების მოსაკრებელი მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის და დაწესებულებებისთვის იზრდება, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის კი – უცვლელი რჩება. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ მიმართულებით, ბიზნესექტორის სუბსიდირებაში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იხარჯება, რაც სწორი არ არის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს შემოაქვს ინიციატივა, აღნიშნული სექტორისთვის დასუფთავების მოსაკრებლის 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25 ლარამდე გაზრდის შესახებ.

დასუფთავების მოსაკრებლის ზრდასთან დაკავშირებით, ბევრი განცხადება გაკეთდა. ტარიფი იზრდება ბიზნესსექტორისთვის და დაწესებულებებისთვის. ეს არ ეხება საყოფაცხოვრებო სექტორს. კომერციული ანუ არასაყოფაცხოვრებო, ბიზნესსექტორის მომსახურება „თბილსერვის ჯგუფს“ უფრო მეტი უჯდება – დაახლოებით, 60-70%, ვიდრე მოსახლეობის, ანუ საყოფაცხოვრებო სექტორის მომსახურება.

ამჟამად, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი არის ბიზნესსექტორის სუბსიდირებული ნაწილი. ეს არის მუნიციპალიტეტის დაფინანსება – მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხის ნაწილი. სწორად არ მიგვაჩნია, რომ სუბსიდირება მუდმივად გაგრძელდეს.

შესაბამისად, შემოვიტანეთ ინიციატივა, რომ დასუფთავების მოსაკრებელი 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25 ლარამდე გაიზარდოს“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა “ტელეიმედი”, “რუსთავი 2” და “ფორმულა” პროდუქტის განთავსების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“, „ფორმულა“ და „აგრომედია“...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...