spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "საზოგადოება ითხოვს არა გაუთავებელ კინკლაობას და...

პაატა მანჯგალაძე: “საზოგადოება ითხოვს არა გაუთავებელ კინკლაობას და მუდმივ წამოძახებებს, არამედ პრობლემების მოგვარებას და ქვეყნის განვითარებას”

ეროვნული თანხმობა გვჭირდება ყველას, ფუნდამენტურ საკითხებზე შესათანხმებლად. მე მაქვს რწმენა, რომ ყველას ერთად უფრო მეტი გამოგვივა, ვიდრე ცალ-ცალკე და დაპირისპირებულებს“, – განაცხადა საპარლამეტო პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოსმენის შემდეგ გამოსვლისას.

ოპოზიციონერმა ლიდერმა თავდაპირველად მინისტრის საათის ფორმატით პარლამენტში გამოსული სხვა მინისტრების გამოსვლებზე ისაუბრა:

პარლამენტი არის სალაპარაკო ადგილი, მაგრამ საქმეზე საუბრის ადგილია და არა გაუთავებელი მადლობების თქმის და ტაშისკვრის ადგილი. ძალიან კარგია ტაშისკვრა, როცა ამის მიზეზი გვაქვს, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა მოდის განათლების მინისტრი და საუბრობს წარმატებაზე, რეფორმაზე და ამ დროს ქვეყანა განათლების მიმართულებით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, მგონია ამის საფუძველი არ გვაქვს მადლობები ვუთხრათ და ტაში ვუკრათ ერთმანეთს.

როცა მოდის ფინანსთა მინისტრი და საუბრობს წარმატებაზე და ამ დროს ქვეყანას აქვს ყველაზე დიდი ვალი, ტაშისკვრის საფუძველი არ გვაქვს, ასევე როცა მოდის ეკონომიკის მინისტრი და საუბრობს რეფორმაზე, წარმატებაზე და ამ დროს ქვეყანაში არის ინფლაცია 12,5%.

მოდის ჯანდაცვის მინისტრი, ვსაუბრობთ წარმატებაზე და კოვიდთან ბრძოლაში, რაც არის მთავარი გამოწვევა, გლობალური, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვალების რაოდენობით არის ერთ-ერთი მოწინავე. მგონია ესეც არ არის ტაშის დაკვრის ღირსი.

მოდის კულტურის მინისტრი და ნაცვლად იმისა, საუბრობდეს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობის დაცვაზე, გადარჩენაზე, საუბრობს სიძულვილისა და შუღლის ენით – აჩვენებს დაბალ პოლიტიკურ კულტურას.

დღეს ჩვენ ვუსმენდით იუსტიციის მინისტრს და აქაც იგივე შემთხვევასთან გვქონდა საქმე, საუბრობს რეფორმაზე. რაღაცა მართლა კეთდება, ალბათ, ისე ვერ გაძლებდა ქვეყანა, მაგრამ პირველი რაც მომხვდა ყურში ის არის, რომ დაგვამადლა, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით შემეძლო გამომეყენებინა სპეციალური საშუალებებიც, მაგრამ ისე გავაკეთე, რომ თითო კიდური ეჭირა თითო თანამშრომელს და ისე შევიყვანეთ პენიტენციურ დაწესებულებებშიო. საერთაშორისო პრაქტიკაზე იყო ლაპარაკი და რამდენი პრაქტიკა იცით, თუნდაც აშშ-ის პრეზიდენტების ისტორიიდან, ასეთი მეთოდით რომ შეათრიეს პენიტენციურ დაწესებულებაში თანამშრომლებმა? ან ინგლისის პრემიერ-მინისტრების პრაქტიკა ავიღოთ, ან გერმანიის კანცლერები ავიღოთ 1945 წლიდან (ნაცისტურ გერმანიაზე ვერ ვისაუბრებთ) ყოფილა ეგეთი პრაქტიკა? ეს არის ცივილიზებული მიდგომა.

როცა ვსაუბრობ მესამე პრეზიდენტზე, არ იფიქროთ, რომ ან დამცველი ვარ, ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, პირიქით თქვენ უნდა ხვდებოდეთ, რომ მე ვსაუბრობ მომავალ მთავრობებზე, რომ მათზე არ განხორციელდეს და თქვენზე არ განხორციელდეს მსგავსი რამ.

მე მგონია თქვენი დაისი დაწყებულია და თქვენი ინტერესი უნდა იყოს, რომ ის სტანდარტი და ის თარგი გამოჭედოთ ურთიერთობაში, რომელიც მომავალში თქვენზე არ გავრცელდება ელემენტარული წესით – „არ მოექცე ისე სხვას, როგორც შენ არ გინდა რომ მოგექცნენ, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძემ სახელმწიფო ქონების დატაცების ფაქტებზე იუსტიციის მინისტრისთვის დასმულ კითხვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა მინისტრს პასუხი გაეცა გამოძიება თუ მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით.

დეპუტატი ასევე შეეხო არაფორმალური მმართველობის საკითხს და განაცხადა – „ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის 52-ე გვერდზე წერია, რომ პენიტენციურ სისტემაში, ციხეებში არის არაფორმალური გავლენა, ასე ვთქვათ „მაურებლების“ ინსტიტუტის გავლენა. დიახ პრივილეგირებული პატიმრები არსებობენ ციხეებში, არსებობს სუბკულტურა კრიმინალური სამყაროსი და ამას ახალისებს ხელისუფლება“.

თავისი გამოსვლის ბოლო ნაწილში პაატა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა ეროვნული თანხმობის აუცილებლობაზე. მისი თქმით:

ძალიან კარგი პროცესი წამოიწყო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ ჩვენი განსხვავებულობიდან გამომდინარე, მე დავარქმევდი ამ პროცესს არა შერიგებას, რომლის უტრირებასაც ახდენთ და არასწორი ინტერპრეტაციას აკეთებთ ამ საკითხის, არამედ მე ვსაუბრობ ეროვნულ თანხმობაზე.

დიახ ეროვნული თანხმობა გვჭირდება ყველას ნამდვილად, ფუნდამენტურ საკითხებზე.

საზოგადოება ითხოვს არა გაუთავებელ კინკლაობას და მუდმივ წამოძახებებს, არამედ პრობლემების მოგვარებას და ქვეყნის განვითარებას. კარგი მთავრობა ნიშნავს ყოველდღე ეჯიბრებოდეს თავისთავს და არა მუდმივად იყურებოდეს უკან“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...