spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპუტინის რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა ის გადაწყვეტილებები, რომელსაც თქვენ...

პუტინის რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა ის გადაწყვეტილებები, რომელსაც თქვენ „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდში იღებთ და ნატოში, ევროკავშირში ინტეგრაციას აფერხებს – გიორგი ვაშაძე

პარლამენტის სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მმართველ პარტიას შეკითხვით მიმართა, თუ როგორ აპირებენ ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოვებას, შემდგომ კი ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. გიოპოზიციონერი ლიდერის აზრით ის ქმედებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო დროს იღებს, შემაფერხებელია ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და პუტინის რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა:

10 დეკემბერი, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადება – „აუცილებელია ოფიციალურად მოხდეს უარყოფა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების, იმის შესახებ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები“. მყისიერად პასუხი, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ბატონი ენტონი ბლინკენის განცხადება – „ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, თუ ისინი კვლავაც ისწრაფვიან წევრობისკენ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, პროცესი წინ წავა და დაჩქარდება“.

მოდით კითხვა დავსვათ: პირველ რიგში რის დაკმაყოფილებას? რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოითხოვენ ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან?

ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, დემოკრატიული რეფორმები, პოლიტიკურ დევნაზე უარის თქმა, უამრავი ეკონომიკური რეფორმა, რომელიც გასატარებელია, მაგრამ მოდით მეორე კითხვა დავსვათ: რა ხდება რეალურად დღეს ქვეყანაში?

სამწუხაროდ ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აფერხებს და პუტინის რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა ის გადაწყვეტილებები, რომელსაც თქვენ „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდში იღებთ. დიახ, პუტინის და რუსეთის მოკავშირეა ის გადაწყვეტილება, როდესაც 19 აპრილის შეთანხმებას თქვენ ანულირება გაუკეთეთ, სასამართლო რეფორმაზე უარს ამბობთ და ახლა საოცრება მოვისმინე, არავინ არ იცის რა რეფორმაზეა საუბარი. უკაცრავად, 19 აპრილის შეთანხმებაშიც იყო მოხსენიებული – კონკრეტულად რა რეფორმები უნდა გატარებულიყო! ჩვენი, ოპოზიციის მხრიდან, დარეგისტრირებული არის სამოქალაქო სექტორთან ერთად შემუშავებული ის ცვლილებები, რომელიც სასამართლო სისტემას სჭირდება.

  • ნატოში ინტეგრაციის გზაზე უარია და პუტინის რუსეთის ბუნებრივი მოკავშირე ხდება იმ საკონტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში იყო მოხსენიებული.
  • ინტეგრაციის გზაზე უარია, როდესაც ეკონომიკური რეფორმები არ ხდება, რომლის შედეგადაც სიღატაკეში და სიღარიბეში იხრჩობა ქვეყანა, ასობით ათასი ადამიანი კი სამშობლოს ტოვებს, ელემენტარული სარჩოს მოსაძიებლად.

მე კითხვას ვსვამ: როგორ უნდა დაუახლოვდეთ, როგორ უნდა დაჩქარდეს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი?“, – მიმართა მმართველ პარტიას გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“ის ადამიანები, რომლებიც ლანძღავენ და ეზიზღებათ ერთმანეთი, ხელახლა დაჯგუფდნენ” – ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“უძლეველი პუტინის” მეხოტბეები როგორ არიან ?!😃😃😃” – თაკო ჩარკვიანი

9 მაისის მოსკოვში აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით გაჩენილი საყურადღებო რისკებისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...