შაბათი, მაისი 4, 2024

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი, 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5% – მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი, 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5% – მდე გაზარდა.

პანდემიით გამოწვეულმა არაორდინარულმა ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალი პრობლემა წარმოშვა, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალინფლაციური გარემოა. შესაბამისად, საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ – ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.5% შეადგინა.

მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების საბაზო ეფექტის გამო, დროებით გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან ის შემცირებას დაიწყებს.

ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას, ერთჯერადი ფაქტორების მილევასთან ერთად, დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეუწყობს ხელს.

მომავალში პოლიტიკის განაკვეთის შემცირების წინაპირობა მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები იქნება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული