კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რასაც თქვენ აქ გვიყვებით, ეს არის საბრალდებო დასკვნა...

“რასაც თქვენ აქ გვიყვებით, ეს არის საბრალდებო დასკვნა თქვენი წინამორბედების მიმართ, რომლებიც თქვენს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ” – ანა ნაცვლიშვილი თეა წულუკიანს

რასაც თქვენ აქ გვიყვებით საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს არის საბრალდებო დასკვნა. საბრალდებო დასკვნა არის თქვენი წინამორბედების მიმართ, რომლებიც თქვენს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, საბრალდებო დასკვნა არის პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების ხელმძღვანელების მიმართ, საბრალდებო დასკვნა არის საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა რომ არის ამ დარგებში და ამის კონკრეტული მაგალითებია, ვისი ბრალია ეს?“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის შეფასებისას.

ანა ნაცვლიშვილმა დღეს ხელისუფლების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებზეც ისაუბრა და განაცხადა:

მთავარი გამოწვევა არის არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიციურობა და დანაშაულებრივი გულგრილობა, რომელიც თქვენ თავად დაადასტურეთ, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა. მე გეკითხებით, სად არის პასუხისმგებლობა ამ ადამიანების? პასუხისმგებლობა ამ ადამიანების უნდა დააყენოს სამთავრობო გუნდმა, რომელიც არ აყენებს, ანუ თანამონაწილეობს ამ ყველაფერში. ასევე პასუხისმგებლობა უნდა დააყენოს პროკურატურამ და სასამართლომ და ორივეს რეფორმირებაში თქვენ გქონდათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ანუ არც ერთი სტრუქტურა არ მუშაობდა ქვეყანაში ამ 9 წლის განმავლობაში და ამიტომ დაგხვდათ კულტურაში ასეთი მძიმე მდგომარეობა.

კარგია როცა კვალიფიკაციაზე საუბრობთ და მოითხოვთ ხუროსგან, რომ კვალიფიციური და კეთილსინდისიერი იყოს, მინისტრებსაც და დეპუტატებსაც, პრემიერ-მინისტრსაც მართებს კვალიფიციურობა და კეთილსინდისიერება. ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და ძალიან ძვირფას დარგებს, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მინდა გისურვოთ გულწრფელად წარმატება იმიტომ, რომ თქვენი წარმატებით გადარჩება მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, მაგრამ მაქვს უნდობლობის მიზეზი – რისი წარმატებით რესტავრაციაც მოახდინეთ – ეს არის კლანი სასამართლოში“, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა მინისტრს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...