ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას"...

“ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას” – ირაკლი კობახიძე 2-პროცენტიან ბარიერთან

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ისაუბრა 2-პროცენტიანი ბარიერის საკითხზეც, თუმცა აქვე, მმართველი გუნდის ლიდერი აღნიშნავს, რომ მისი ამოქმედება დამოკიდებული იქნება ოპოზიციის ქმედებაზე, რაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში არ გავრცელდება:

,,ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევაზე და ქმედებებზე. ბარიერთან დაკავშირებით, ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული!

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ერთ რამეშე, რომ არსებობს ოპოზიციურ სპექტრში სურვილი, არსებული პოლარიზებული გარემო შეიცვალოს. თუ ამ სურვილს ისინი აჩვენებენ შეიძლება მივიღოთ ერთი გადაწყვეტილება, თუ არ აჩვენებენ შეილება მივიღოთ სხვა გადაწყვეტილება.

რატომ? – იმიტომ, რომ თავისთავად დაბალი ბარიერი არის მიდრეკილი არასტაბილურობისკენ. ეს არის მთავარი მინუსი, რაც აქვს დაბალ ბარიერს. 2-პროცენტიანი ბარიერი უკეთესია თუ არა 5-პროცენტიანზე, ამაზე სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა. შეიძლება უარესიც არის.

როცა არ უნდა მიღოთ: ხვალ იქნება ეს, ზეგ თუ საგაზაფხულო ან საშემოდგომო სესიაზე, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს აუცილებლად 2024 წლიდან.

თუ რაიმე ცვლილება ამოქმედდება, ბარიერის კუთხით, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს მხოლოდ და მხოლოდ 2024 წლიდან. რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება არც თეორიულად და არც პრაქტიკულად.

რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...