spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: ამაყი ვარ იმით, რომ გასული ოთხი...

კახა კალაძე: ამაყი ვარ იმით, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა თბილისს დაეტყო

არ დავმალავ, ამაყი ვარ იმით, რომ თბილისს გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა დაეტყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან ისაუბრა იმ პროექტებსა და მიღწევებზე, რაც თბილისის მერიის მიერ ბოლო წლებში განხორციელდა:

მინდა გამოვყო განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აღდგენილი თუ რეაბილიტირებული პარკები და სკვერები, გამწვანებული ქუჩები და გზაგამყოფები, ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტირებული ხიდები და გვირაბები, რესტავრირებული ისტორიული შენობები, გაცოცხლებული ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, განახლებული, სრულიად რეაბილიტირებული გამზირები და ქუჩები, მოწესრიგებული კომუნიკაციები და ასფალტის საფარი 1 000-მდე ქუჩაზე, მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობები; სპორტული მოედნები, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია, სოციალური და ჯანდაცვის ახალი პროგრამები. ასევე, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა, დაახლოებით, 7 000-მდე სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას ვეხმარებით განათლების მიღებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წლობით დაუკანონებელი ქონების რეგისტრაციის საკითხი, გაჩერებული, უიმედო მშენებლობებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც 10 000-მდე ოჯახს ეს ბედნიერება და სიხარული მივანიჭეთ. მაგალითად, „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „აქსისის“ და ა.შ. მიერ დაზარალებულებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა. ეს თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის შრომის და ძალისხმევის
დამსახურებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პანდემია ბევრი დაგეგმილი პროექტის შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.

ბოლო ოთხი წელი იყო არა მხოლოდ განვითარებისა და მშენებლობის, არამედ დიდი გამოწვევების პერიოდი. კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. მან მძიმე დარტყმა მოგვაყენა – ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ასევე, დაზარალდა ყველა სექტორი. რასაკვირველია, ასეთ დროს მთავარი პრიორიტეტი უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ყველაზე დაუცველი ოჯახების დახმარება იყო და არის. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაერთიანდა კიდევ ერთხელ თბილისი ამ გამოწვევის დროს, როგორი სოლიდარულები ვიყავით ერთმანეთის მიმართ. პანდემიის ორი წელი გახდა შემაფერხებელი ბევრი პროექტის, რაც ასე სჭირდება თბილისს. თუმცა, გაძლევთ პირობას, რომ აუცილებლად შევასრულებთ ყველა დაპირებას და გამოვნახავთ ყველა რესურსს, რათა დაწყებული თუ ჩაფიქრებული პროექტები ბოლომდე მივიყვანოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დასასრულს დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი პროექტების
განხორციელებაში ჩართულობისკენ მოუწოდა.

იცოდეთ, თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება თქვენზეც
არის დამოკიდებული. ამ პროცესში, როგორც ყოველთვის, მთავარი ხართ თქვენ,
თბილისელები. თქვენს აზრს, აქტიურობას, ჩართულობას აქვს გადამწყვეტი
მნიშვნელობა. მინდა, ვისურვო რომ ამ პროცესში არ ვიქნებით დაპირისპირებულები, არამედ ვიქნებით ერთიანები ჩვენი თბილისისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნუ ვაზვიადებთ იმედის და ქოცპროპაგანდის შესაძლებლობებს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ტელეარხის მიერ ჩატარებულ...

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ…!” – ნანუკა თამაზაშვილი

"უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...