spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისოზარ სუბარი: "რადიკალურ ოპოზიციას მოვუწოდებ, დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას...

სოზარ სუბარი: “რადიკალურ ოპოზიციას მოვუწოდებ, დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას და უარი თქვას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე”

რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეასრულოს ამომრჩევლის დაკვეთა, დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას, უარი თქვას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე და შეეშვას დესტაბილიზაციის მუდმივ მცდელობას. ხოლო თუ მაინც არჩევენ, რომ დესტრუქციულ რეჟიმში დარჩნენ, ერთადერთი, რასაც მიაღწევენ, საკუთარი თავის მარგინალიზაციის ტემპის დაჩქარებაა“,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სოზარ სუბარმა მომავლი წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 10%-ით, ხოლო მომავალ წელს 6%-ით გაიზრდება.

ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, მთავარი კანონი, რომელმაც უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ 2022 წლის პრიორიტეტები, არამედ შემდეგი წლების განვითარების მიმართულებაც და ვექტორიც. ეს არის დოკუმენტი, რომელიც გვეუბნება, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს ათი პროცენტით გაიზარდება, გაისად 6 %-ით და ეს იქნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ევროპის მასშტაბითაც.

ეკონომიკური ზრდის ასეთი ტემპი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მეტი რესურსი მივმართოთ ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონის სწრაფი განვითარებისკენ და ხალხის კეთილდღეობის ამაღლებისკენ. შედეგად, მომავალი წლის 1 იანვრიდან, 70 წელს მიუღწეველი პენსიონერის პენსია 260 ლარი გახდება, 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერისა კი 300 ლარი. მთაში, შესაბამისად, ეს ციფრები 312 და 360 ლარი იქნება.

ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ 2022 წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს.

გვახსოვს, რომ 2017 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა იყო შეჩერებული და წელს, მიუხედავად პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, მოვახერხეთ, რომ მოხდება ხელფასების 10%-იანი ზრდა მომავალ წელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ წლების განმავლობაში, კერძო სექტორში შემოსავლების ზრდის ტემპმა ბევრად გაასწრო საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს და ძალიან ძნელი გახდა საჯარო სექტორში პროფესიონალი, მოტივირებული და კეთილსინდისიერი ადამიანების შენარჩუნება და მით უმეტეს, ახალი კადრების მოზიდვა. არადა, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა და მოსახლეობის კვალიფიციური მომსახურეობა სწორედ ამგვარ მოხელეებზე დგას.

აღარ გავაგრძელებ სიტყვას სხვა მიმართულებებზე – ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, თავდაცვის უნარიანობის განმტკიცება და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთ ციფრს დავასახელებ, რომელიც კარგად ასახავს ზრდის მასშტაბსაც და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის პრიორიტეტულობას. თუკი 2012 წელს მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფისთვის მხოლოდ 34 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, მომავალ წელს 12 – ჯერ მეტი, 400 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ცხადია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიჰყვება რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიციის მიერ გამოგონილ ყალბ დღის წესრიგს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა ამ ციფრებზე ლაპარაკი.

ამიტომ, რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ: შეასრულოს იმ ამომრჩევლის დაკვეთა, ვინც ხმა მისცა, დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას, უარი თქვას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე და შეეშვას დესტაბილიზაციის მუდმივ მცდელობას. ხოლო თუ მაინც არჩევენ, რომ დესტრუქციულ რეჟიმში დარჩნენ, ერთადერთი, რასაც მიაღწევენ, საკუთარი თავის მარგინალიზაციის ტემპის დაჩქარებაა და ამ შემთხვევაში, ქუჩაში სიარული კი არა, სულ თავქუდმოგლეჯილებმა რომ ირბინონ აღმა-დაღმა, მაინც ვერ გამოჩნდებიან იმდენი, რომ თავიანთ ბელადს გული გაუხარონ და გაამხნევონ“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...