spot_img
მთავარიარჩევნები"კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი...

“კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო” – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა არჩევნების შედეგები შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების სანიმუშოდ ორგანიზებისა და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის:

კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში მარცხდები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ, ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის.

ჩვენ მოსახლეობასთან მხოლოდ საქმეზე გვექნება საუბარი. მე პირადად ვაპირებ, რომ პირადად გავაკონტროლო ყველა იმ პროექტისა და ინიციატივის შესრულების ტემპი და ხარისხი, რომელზეც საარჩევნო კამპანიის დროს მქონდა საუბარი და იმავეს მოგიწოდებთ მინისტრებს, რომ პროაქტიულ რეჟიმში ვიმუშაოთ რეგიონებში, ხალხთან, მეტი საქმე ვაკეთოთ, მეტი პროგრესი და მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს მოსახლეობას.

არჩევნები იყო სანიმუშოდ ორგანიზებული და მინდა, მადლობა გადავუხადო ცესკოს თავმჯდომარეს და თითოეულ თანამშრომელს უმაღლეს დონეზე ჩატარებული არჩევნებისთვის.

ჩვენ ახლა გვაქვს 3 წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი და კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, მათ შორის, ოპოზიციას, რომ ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო, რომ პირადი ვიწრო, პარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები და არა ვიწრო პარტიული ინტერესები.

ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი და ჩვენ, მთელი მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა, ვართ მზად, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან, ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება არის საერთო გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...