კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის...

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში დღეს მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობაზე. გაგრძელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია და მარათონი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში მობილური ბრიგადების ჩასვლას და აცრის მსურველი მოქალაქეებისთვის სერვისის ადგილზე მიწოდებას გულისხმობს.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს „მწვანე პასპორტის“ გამოყენებასთან დაკავშირებული წინადადებები, რომელთა შესახებ დეტალური მსჯელობა გაიმართება და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საბჭოს სხდომა დამატებით ჩაინიშნება.

ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილების მნიშვნელობას, რაც ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ ბუსტერად არის მიჩნეული. ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების ეფექტურობა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 738 171 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 678 288 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 10 238 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 37 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1 159 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 648 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...