spot_img
მთავარიეს საინტერესოა"თელმიკომ" განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებლის მომსახურების პირველი...

“თელმიკომ” განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებლის მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ (თელმიკო) ქ. თბილისში განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებელთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი გიორგი ფანგანი და კომპანიის ხელმძღვანელი პირები.

მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი მდებარეობს ოთარ ჩხეიძის ქ, №10-ში, ხოლო კომპანიის ქოლცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია ყოველ 24/7-ზე რეჟიმში შემდეგი ნომრის საშუალებით: (032) 500 07 77.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, განსაკუთრებით კომუნალური მომსახურების სეგმენტში აუცილებელია მომსახურების ხარისხის სტანდარტების მაქსიმალური დაცვა. სწორედ ამ კუთხით, სემეკი მუდმივად მუშაობს, როგორც რიგი პროექტების განხორციელებაზე, ასევე, საკანონმდებლო აქტების შემუშავებასა და დახვეწაზე.

დიდ ყურადღებას ვუთმობთ მომხმარებლის კმაყოფილების კვლევას, რაც ყოველთვის სწორად გვიჩვენებს სექტორებში არსებულ მიღწევებსა თუ ხარვეზებს. სემეკში არაერთი მოქალაქის განცხადება იყო შემოსული „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ ქოლცენტრის შესახებ, რომლის საფუძველზეც კომპანიას მივეცით დავალება, უმოკლეს ვადებში მოეწესრიგებინათ საკომუნიკაციო საშუალებები. მისასალმებელია კომპანიის რეაგირება და ვიმედოვნებთ, რომ „თელმიკო“ შეასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებასა და მოქალაქეებს გაუწევს ხარისხიან მომსახურებას“, – განაცხადა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა.

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ გენერალური დირექტორის დიმიტრი გოლოვკოს განცხადებით, თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ, გახსნა პირველი მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი: „მოწვეულ პირებს გავაცანით განახლებული ქოლ ცენტრის მუშაობის პრინციპი. გვსურს აღვნიშნოთ, რომ უახლოესი ტექნოლოგიური უზრუნველყოფით აღჭურვილი „თელმიკოს“ ქოლ ცენტრი ახლა, სრული დატვირთვით მუშაობს, მომხმარებელს უპრობლემოდ შეუძლია დაგვიკავშირდეს და ამომწურავად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ამასთან ერთად წლის ბოლომდე „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ თბილისში კიდევ რამდენიმე მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის გახსნას გეგმავს. ჩვენთან მოსულ მომხმარებელს, კომფორტულ გარემოში, მარტივად და უპრობლემოდ შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება“, – აღნიშნა დმიტრი გოლოვკომ.

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ” საქმიანობა 2021 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომპანია ქ. თბილისის 600 ათასზე მეტ აბონენტს აწვდის ელექტროენერგიას, უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის ქვითრების მიწოდებას, ფინანსურ ანგარიშგებას, მომხმარებლის სახელშეკრულებო მომსახურებასა და ა.შ.

თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია 📢

📞 “თელმიკოს” ცხელ ხაზზე მობილური ტელეფონით ამ ნომრით დაგვიკავშირდებით ➡ 0 32 5 000 777

☎️ სახლის ტელეფონიდან “თელმიკოს” ცხელ ხაზზე ამ ნომრით დაგვიკავშირდებით ➡ 5 000 777

🙌 “თელმიკოს” ცხელი ხაზი მუშაობს 24/7-ზე, ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში ან ელექტრონულ მისამართზე ➡️ info@telmico

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის ხალხის მისვლა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა შეურაცხყოფაა…” – ლაშა ბუღაძე

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მმართველი გუნდის ლიდერების მისვლას, სოციალურ...

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” – ბეჟან ჯავახია

26 მაისისთვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...