spot_img
მთავარიარჩევნები"მოხდა სისტემური დანაშაულის ფაქტი, რომელშიც ჩართული არიან კრიმინალები,...

“მოხდა სისტემური დანაშაულის ფაქტი, რომელშიც ჩართული არიან კრიმინალები, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბი და საოლქო საარჩევნო კომისია” – გიორგი ვაშაძე

“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელში” აცხადებენ, რომ სამტრედიაში მათი მაჟორიტარობის კანდიდატი გუშინ მთელი დღის განმავლობაში, “ქართული ოცნების” მხრიდან დავალებით, უკანონო თავისუფლების აღვეთაში იმყოფებოდა, რა დროსაც მასზე ხორციელდებოდა მუქარა, რათა სამტრედიაში, ბაში-იანეთის სამაჟორიტარო ოლქში კანდიდატურა მოეხსნა. ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე შეფასებები გააკეთა პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ამ კრიმინალურ გეგმაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების გარდა კრიმინალური ავტორიტეტები და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი:

მოხდა სისტემური დანაშაულის ფაქტი, რომელშიც ჩართული არიან კრიმინალები, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბი და საოლქო საარჩევნო კომისია. გუშინ რვა საათის მანძილზე ფაქტიბრივად უკანანოდ იყო დაკავებული ნიკა საკანდელიძე, სამტრედიის ბაში-იანეთის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი. მთელი ამ ხნის მანძილზე მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მას დაეწერა განცხადება და მოეხსნა კანდიდატურა მაჟორიტარული ოლქიდან. ის არის ოთხი შვილის მამა და მას ემუქრებოდნენ საკუთარი შვილებით, ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილები აქ თამაშობდნენ საფეხბურთო მოედანზე და ვერ ნახავ.

საბოლოოდ, რამდენიმე საათიანი ზეწოლის შემდეგ, მათ აიძულეს, რომ დაეწერა განცხადება. ეს განცხადება დაიწერა “ქართული ოცნების” სამტრედიის შტაბში, შემდგომ გადაეცა, როგორც მას უთხრეს, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს და ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული განცხადებით გახდა ცნობილი, რომ მან მოხსნა კანდიდატურა.

დაახლოებით საღამოს ექვს საათზე ვიპოვეთ ეს ადამიანი და მან სრულად აღწერა ფაქტი, რაც მოხდა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული, რომელსაც ჩადის “ქართული იცნება”, კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია. რაღა თქმა უნდა დაუყოვნებლივ მოვითხოვთ აღნიშნული განცხადების გაუქმებას. ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დაკავებას, რომელიც ჩართული იყო ამ უმძიმეს დანაშაულში. ასევე მოვითხოვთ დაკავებას “ქართული ოცნების” იმ შტაბის წევრების, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემაში და საოლქო საარჩევნო კომისიიდან ვითხოვთ იმ ადამიანების განთავისიფლებას, ვინც შეხმატკბილებულად მოქმედებდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე მივმართავთ სახალხო დამცველს და ყველა ინსტიტუციას იმისათვის, რომ დაცული იყოს ნიკას უფლებები. ეს არ არის ერთადერთი ინციდენტი, მაგრამ ამ ადამიანმა გამოიჩინა ვაჟკაცობა, უკან არ დაიხია და ყველაფერზე ღიად ისაუბრა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...