spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაკულტურის სამინისტრომ 5 მიმართულების ხელშეწყობის მიზნით კონკურსები გამოაცხადა

კულტურის სამინისტრომ 5 მიმართულების ხელშეწყობის მიზნით კონკურსები გამოაცხადა

კულტურის სამინისტრომ სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატების, კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა, საგამომცემლო სექტორის, ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა და კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის მიზნით კონკურსები გამოაცხადა:

,,სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატების ხელშეწყობა”.
კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 20 000 ლარს და მისი მიზანია: სასცენო სამოსის აქსესუარების ან/და ფეხსაცმლის ოსტატთა საქმიანობის ხელშეწყობა; სასცენო სამოსის აქსესუარების ან/და ფეხსაცმლის ოსტატთა სახელოსნოების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 15 სექტემბრიდან 2021 წლის 24 სექტემბრის 12:00 საათამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 577 27 00 60.
შენიშვნა: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
🔹ბრძანება და კონკურსის წესი – https://cutt.ly/Wn0DHjl
🔹ფორმულარები – https://cutt.ly/rn0DR2o
🔹 საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/GW480LE

,,კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა“
კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 20 000 ლარს და მისი მიზანია: კლასიკური ან/და ხალხური საკრავების ოსტატთა საქმიანობის ხელშეწყობა; კლასიკური ან/და ხალხური საკრავების ოსტატთა სახელოსნოების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 15 სექტემბრიდან 2021 წლის 24 სექტემბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 577 27 00 60
შენიშვნა: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
🔹ბრძანება და კონკურსის წესი – https://cutt.ly/Wn0DHjl
🔹ფორმულარები – https://cutt.ly/rn0DR2o
🔹 საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/IW44shX

„ახალი ქართული წიგნი“ – საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა (მეორე ეტაპი)
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის ახალი გამოცემების ხელშეწყობის გზით.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 15 სექტემბრიდან 2021 წლის 24 სექტემბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით;
კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 877 816;
შენიშვნა: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
🔹ბრძანება და კონკურსის წესი – https://cutt.ly/Wn0DHjl
🔹ფორმულარები – https://cutt.ly/rn0DR2o
🔹 საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/PW44jE9

ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა
კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან ინტეგრირება; ახალგაზრდა ხელოვანების მოტივაციისა გაზრდა და ნიჭიერ ახალგაზრდათა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 18-დან 35 წლის ასაკამდე ფიზიკურ პირს, რომელიც:
ა) ჩარიცხულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) პროგრამაზე;
ბ) აქვს სახელოვნებო სფეროში საქმიანობის გამოცდილება.
კონკურსანტს აღნიშნულ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 15 სექტემბრიდან 2021 წლის 24 სექტემბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელ N: 032 2 022229
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
🔹ბრძანება და კონკურსის წესი – https://cutt.ly/Wn0DHjl
🔹ფორმულარები – https://cutt.ly/rn0DR2o
🔹 საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/ZW44w0h

კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 500 000 ლარს და მისი მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი პროცესებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 15 სექტემბრიდან 2021 წლის 24 სექტემბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელ N: 032 2 022229 ან 599 110508;
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
🔹ბრძანება და კონკურსის წესი – https://cutt.ly/Wn0DHjl
🔹ფორმულარები – https://cutt.ly/rn0DR2o
🔹 საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/UW44icB

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით,...

🦅 დურაჯი (Francolinus francolinus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად წარმოდგენილია...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...