spot_img
მთავარიარჩევნები"ხელისუფლება, რომელიც დღეს გვყავს, ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ მავნებლის...

“ხელისუფლება, რომელიც დღეს გვყავს, ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ მავნებლის ფუნქციას ასრულებს” – ვახო იაშვილი

პოლიტიკური პლატფორმა ‘’მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლი“ აქტიურ წინა საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. „მესამე ძალის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სერგო ჩიხლაძე და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ვახო იაშვილი სამგორის მოსახლეობას შეხვდნენ, მოისმინეს ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები და ისაუბრეს გადაჭრის გზებზე.

პოლიტიკური პლატფორმის ლიდერების თქმით, მნიშვნელოვანია შეიქმნას სამუშაო ადგილები და მოსახლეობა დაუბრუნდეს პოლიტიკის ცენტრს, რათა მათი პრობლემების გადაჭრა მოხდეს:

ჩვენ ვხვდებით მოსახლეობას და ვცდილობთ გავარკვიოთ პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ადგილობრივებს აწუხებთ პირველ რიგში არის – უმუშევრობა, შემოსავლების ნაკლებობა, მედიკამენტების გაზრდილი ფასები. სწორედ ამიტომ „მესამე ძალის“ იდეა არის, რომ პოლიტიკაში დავაბრუნოთ ის პრობლემები, რომელიც ხალხს აწუხებს,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ამომრჩევლებთან შეხვედრისას თავისი შეფასებები გამოთქვა სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმაც:

ხელისუფლება, რომელიც დღეს გვყავს, ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ მავნებლის ფუნქციას ასრულებს, სწორედ ამიტომ ჩვენ „მესამე ძალა“ შევცვლით არსებულ ნეგატიურ მხარეს და ხელს შევუწყობთ ქვეყნის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი დაფასდეს თავისი ნიჭის, გამოცდილების და ცოდნის მიხედვით,“ – აცხადებს ვახო იაშვილი.

ინფორმაციას “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...