spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმარჯვებს,...

“ჩვენი გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმარჯვებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმით, თავისი ხელწერით დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა” – ირაკლი ღარიბაშვილი

“პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში წინასაარჩევნო ტურნეს განაგრძობს. ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრისას მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს იმ ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ იჩენენ.

სწორედ თქვენი ერთგულებითა და სიმტკიცით ჩვენ ყველა არჩევნებში ვიმარჯვებთ დამაჯერებლად. 7 არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი, ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პარტიის გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმარჯვებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმით, თავისი ხელწერით დაამტკიცა, დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, თავისი შეცდომებით, თავისი გამოწვევებით, მაგრამ ჩვენ ამ შეცდომებს არ გავურბივართ, ვაღიარებთ,

ვასწორებთ, მივდივართ წინ და რაც მთავარია, ქვეყანა მიგვყავს წინ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, დაცვაზე, უსაფრთხოებაზე. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა. დავამშვიდეთ ქვეყანა, დავასტაბილურეთ სიტუაცია და განვითარება და პროგრესი მოვუტანეთ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სერიოზული საფუძველი ჩაეყარა ამ მიმართულებებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი.

ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ გაათმაგებული მუშაობა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ. მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა, ამიტომ ჩვენი მთავარი სამუშაო მომდევნო წლების განმავლობაში ეს მიმართულება იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარინაშვილმა.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...