spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე - არავის არაფერში ვეჯიბრები, ვაკეთებ ჩემს...

კახა კალაძე – არავის არაფერში ვეჯიბრები, ვაკეთებ ჩემს საქმეს და მაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც დასაფასებელია.

მერობის კანდიდატი კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა ნდობას უკან კონკრეტული საქმეებით დააბრუნებს.

კვლევებთან დაკავშირებით, განცხადებები ბევრჯერ მაქვს გაკეთებული და სიახლეს ვერაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რომ არავის არაფერში ვეჯიბრები. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, მაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და ნდობა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები, ვაფასებ და ჩემი და ჩემი თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობით ვცდილობ, ეს კეთილი განწყობა, პატივისცემა კონკრეტული საქმეებით დავაბრუნოთ“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მინდა, თბილისელებს იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო, რასაც შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემია და გასაფრთხილებელია. პირობას ვაძლევ ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი მხარდამჭერია თუ არა, მომდევნო წლების განმავლობაში, ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, მათით ყველა აუცილებლად იამაყებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი…” – რომან გოცირიძე

ტელეკომპანია "იმედის" და "ლიბერთი ბანკის" ყოფილი მფლობელის, ირაკლი რიხაძის...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...

“4 მაისს სოფელ ძევრში იხსნება გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე საზოგადოებას აცნობებს, რომ 4 მაისს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...