spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"დღევანდელი ხელისუფლება ასეთი გვყავს - ჩვენს მოქალაქეებს და...

“დღევანდელი ხელისუფლება ასეთი გვყავს – ჩვენს მოქალაქეებს და ამ პოლიციას ერთად ანადგურებს” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

6 ივლისს აქციის მსვლელობის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაკავებული შვილმოკლული მამის მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო 30 ივლისს გამოიტანს. პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა მაჩალიკაშვილმა და განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოქალაქეებს და პოლიციას ერთად ანადგურებს:

,,მოგეხსენებათ, დღეს პროცესი მქონდა. მე დამაკავეს 6 ივლისს მშვიდობიან აქციაზე. იქ, ასე ვთქვათ, ძალიან გვიტევდნენ ის ორკები, რომლებიც ყველაფერს ანგრევდნენ და საზოგადოების წესრიგს არღვევდნენ. მე მათთან მივედი დასალაპარაკებლად. ამ დროს მოხდა ჩემი დაკავება და წამიყვანეს სამმართველოში. იქიდან რამდენადაც მე ვიცოდი ჰქონდათ მაღალი ეშელონიდან ბრძანება, რომ მაჩალიკაშვილი უნდა გაერიდებინათ იქიდან.

ბრალდების მხარეს როგორ დავეთანხმები, რაც არ ყოფილა, მაგრამ ბრალდების მხარეც ისეთს არაფერს არ იძახის, ვარაუდს გამოთქვამენ – ,,იქით იმ ბიჭებისკენ იგინებოდაო, ჩვენ თავზე მივიღეთო“. მე სიმართლე გითხრათ, იმ პოლიციელებს არ დავადანაშაულებ, ვინც დამიჭირეს. ჩემს მიმართაც, ნებისმიერი მოქალაქის მიმართაც დღევანდელი ხელისუფლება ასეთი გვყავს, ჩვენს მოქალაქეებს და ამ პოლიციას ერთად ანადგურებს. პოლიციასაც მეტი გამოსავალი არ აქვს, ისინი იძულებულნი არიან ან ტყუილი თქვან, ან შენს წინააღმდეგ წავიდნენ. მე მართლა დღევანდელი პოლიცია მეცოდება“, – განახადა მალხაზ მაჩალიკაშილმა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქეთი ჩუთლაშვილმა, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა:

,,ბატონმა მალხაზმა განუმარტა სასამართლოს, რომ ადგილი არ ჰქონია არც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, არც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ან პოლიციის თანაამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყებას.

პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არ იყო წარმოდგენილი კონკრეტული, ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ ბატონმა მალხაზმა ნამდვილად განახორციელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალული რომელიმე ქმედება.

ამდენად სასამართლო შეაფასებს საქმის გარემოებებს, მათ სათანადო სამართლებრივ შეფასებას მისცემს და უკვე 30-ში გვეცოდინება რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშილის ადვოკატმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ!” – მეუფე იაკობი

"ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ", - ამაზე გაამახვილა ყურადღება...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...