spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კოვზანაძე: წლიდან წლამდე ვამტკიცებთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს...

ირაკლი კოვზანაძე: წლიდან წლამდე ვამტკიცებთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3%, წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი გადახრით გვაქვს შედეგი

ჩვენ წლიდან წლამდე ვამტკიცებთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3%, წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი გადახრით გვაქვს შედეგი“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიურ ანგარიში მოისმინეს. თანამომხსენებლის თქმით, მნიშვნელოვანია ინფლაციის მაჩვენებლის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკით დადგენილი თარგეთის ფარგლებში შენარჩუნება.

ეროვნული ბანკის საქმიანობა მიზანშეწონილია ატარებდეს წინმსწრებ და არა შედეგებზე რეაგირების ხასიათს“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა მაღალ ინფლაციაზე, მკვეთრად გაუფასურებულ ლარზე. ხაზი გაუსვა, რომ ლარის კურსზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, ისევ როგორც გაზრდილ ფასებზე. მან საპარლამენტო ტრიბუნიდან ეროვნულ ბანკს კიდევ ერთხელ შეახსენა მისი მთავარი ფუნქციები.

გარდა ამისა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნული ბანკი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტზე წარმოდგენილი დასკვნის გამო გააკრიტიკა.

შარშან დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა დაარღვია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნა – მისი მხრიდან დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა. დასკვნა მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წერილობითი შეხსენების შემდეგ წარმოადგინეს, შედეგად დეპუტატებს არ მიეცათ საშუალება სრულფასოვნად განეხორციელებინათ საკუთარი მოვალეობა“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და დოკუმენტი ფორმალურად შეაფასა „ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული ეროვნული ბანკის დასკვნა ატარებდა ფორმალურ ხასიათს და მასში არ იყო პირდაპირი საუბარი იმ ფისკალურ და მონეტარულ რისკებზე და გამოწვევებზე რის წინაშეც დადგებოდა (და ფაქტია დადგა კიდეც) ჩვენი ეკონომიკა“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

“ივანიშვილის ხალხის მისვლა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა შეურაცხყოფაა…” – ლაშა ბუღაძე

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მმართველი გუნდის ლიდერების მისვლას, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...