კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: თბილისის ყველა უბანში მულტიფუნქციური სივრცეები შეიქმნება

კახა კალაძე: თბილისის ყველა უბანში მულტიფუნქციური სივრცეები შეიქმნება

თბილისის მასშტაბით, ყველა უბანში მულტიფუნქციური სივრცეები შეიქმნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის სხვადასხვა უბანში თანაბარი ინფრასტრუქტურა მოეწყოს.

პარკებისა და სკვერების მოწყობისას ჩვენი კონცეფცია ასეთია – ყველა სპორტული ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში მოექცეს. ეს იქნება საცურაო აუზი, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, საჭიდაო დარბაზები და სხვა. მსგავსი ადგილებით ყველა თაობის ადამიანმა უნდა ისარგებლებს. ადრე იყო ტენდენცია, რომ სპორტით მხოლოდ ახალგაზრდები ინტერესდებოდნენ. ახლა ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ყველა რაიონში, უბანში მულტიფუნქციური სივრცეები უნდა შეიქმნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

როდესაც საქმიანობას შევუდექით, დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებდა. ამ მხრივ ბევრი ვიმუშავეთ. 2018-2021 წლებში, თბილისში აშენდა სამი სპორტული ცენტრი; განთავსდა 400-მდე გარე გამოყენების სატრენაჟორო სივრცე; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 500-ზე მეტ სპორტულ მოედანს; რეაბილიტირდა რვა სახელოვნებო სკოლა და შვიდი სპორტული ცენტრი; ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა ექვსი სპორტული ცენტრი“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

პრეზენტაციისას თბილისის მერის მოადგილემ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ორი დიდი ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას ვასრულებთ. ასევე, მთაწმინდის სპორტული ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ვარკეთილსა და დიდი დიღომში ორი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. ცოტნე დადიანის ქუჩაზე კი, სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. ახლო მომავალში დაგეგმილია სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის მშენებლობა. წყნეთის გზატკეცილზე ფეხბურთის დახურული, ხელოვნურსაფარიანი მოედანი აშენდება. „მზიურში“ მდებარე ფეხბურთის მოედნის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ასევე, მოხდება ქალთა და შშმ პირების გუნდების/კლუბების ხელშეწყობა. ამ პროგრამის ფარგლებში, მათ შევუძენთ ეკიპირებას, ვუქირავებთ სივრცეებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცხოვროს“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

“ახლა დასხედით მურუსიძის სასამართლოში და დაუბრუნეთ ფული ბიძინას” – ვახო სანაია

ბოლო პერიოდში, ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან კორუფციული დანაშაულის გამოვლენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...