spot_img
მთავარიკანონი და სამართალიაკაკი მინაშვილი: "50-მდე მოსამართლე იქნა დანიშნული კლანის მიერ"

აკაკი მინაშვილი: “50-მდე მოსამართლე იქნა დანიშნული კლანის მიერ”

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ წევრმა აკაკი მინაშვილმა, პარლამენტის სესიაზე სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობის თაობაზე ისაუბრა და ხელისუფლებას შარლ მიშელის დოკუმენტის მოთხოვნების დარღვევაში ადანაშაულებს:

სასამართლოს დამოუკიდებლობა არ არის ვინმეს თვითმიზანი. სასამართლოს დამოუკიდებლობა გვჭირდება იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფლება, სამართლიანობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს ეკონომიკური განვითარება და ადამიანებმა დაიწყონ ნორმალური ცხოვრება. რათა ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები და შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაოები. იფიქრეთ ამაზე“, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას აკაკი მინაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

აკაკი მინაშვილის თქმით, „ქართლმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულება და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები მოსამართლეთა დანიშვნების პროცესის შეჩერების შესახებ.

რა სინდისით საუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტზე, როდესაც პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ არღვევთ იმ მოთხოვნებს, რომელიც ამ დოკუმენტშია. გარდა ამ დოკუმენტისა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, რომ შეაჩერეთ მოსამართლეების დანიშვნები როგორც უზენაეს სასამართლოში, ასე სხვა დონის სასამართლოებში. შეაჩერეთ დანიშვნები იუსტიციის საბჭოში. არც ერთი ეს დაპირება არ შეასრულეთ. 50-მდე მოსამართლე იქნა დანიშნული კლანის მიერ“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...