პარასკევი, აპრილი 19, 2024

ნანა ტოხვაძე: პედაგოგი აცხადებს, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან იყო დევნის მსხვერპლი, იღებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს და არის სუიციდის ზღვარზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა პროკურატურას წერილით მიმართა. ნანა ტოხვაძის თქმით პარტიის თავმჯდომარეს ერთ-ერთმა მასწავლებელმა მიმართა, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს. წერილის მიხედვით ირკვევა, რომ მოქალაქე სუიციდს გეგმავს:

გიორგი ვაშაძეს მოქალაქემ მომართა წერილით, რომლის შინაარსიც საკმაოდ ემოციურია. საყურადღებოა, რომ პედაგოგი წერილში საუბრობს მის მიმართ პოლიტიკური დევნის შესახებ. როგორც აღნიშნავს, ის გაათავისუფლეს და გამოაძევეს სასწავლო დაწესებულებიდან, რის გამოც არის სუიციდის ზღვარზე და აცხადებს, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებისგან ის იყო დევნის მსხვერპლი, იღებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს, ჰქონდა შეგრძნება, რომ მას ავიწროვებდნენ.

აქედან გამომდინარე ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა, რომ დავიცვათ ეს ადამიანი. მივმართეთ შესაბამის ორგანოს წერილით, რათა მოხდეს ამ პიროვნების გადარჩენა, მის მიმართ შეწყდეს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან შევიწროვება და უფლებების დარღვევა.

ამ ქვეყანაში ჩვენ აღარ გვიკვირს ადამიანების მიმართ მუქარის შემცველი წერილები, მათი შევიწროვება და უფლებების დარღვევა განსაკუთრებით კი მასწავლებლების, დირექტორების მიმართ, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო იდევნებიან.

შესაბამისად ჩვენი მეორე ამოცანაა, რომ ამ ადამიანის და ასევე სხვების საქმეებს, სასწავლო დაწესებულებებიდან უსამართლოდ გათავისუფლებას გავყვეთ ბოლომდე, გამოვიძიოთ თუ რა მოხდა და ამის შემდეგ შევძლოთ მათი დახმარება”, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული