spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიადამიანის უფლებათა ცენტრი Covid-19-ის რეგულაციების დარღვევის გამო შსს-ს...

ადამიანის უფლებათა ცენტრი Covid-19-ის რეგულაციების დარღვევის გამო შსს-ს მიერ მოქალაქეთა დაჯარიმების პრაქტიკას ეხმიანება

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს პროექტს – „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“. პროექტის მიზანია პანდემიის გავრცელების საპასუხოდ მიღებული ზომების, მათ შორის – საგანგებო მდგომარეობის დროს და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის ხელშეწყობა.

უკანასკნელ თვეებში განსაკუთრებით გახშირდა შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან Covid-19-ის რეგულაციების დარღვევის საფუძვლით, მოქალაქეთა დაჯარიმების უკანონო შემთხვევები, რაც ძირითადად განპირობებულია ცალკეული პოლიციელების მიერ სამართლის ნორმის ბლანკეტური განმარტებით, რაც არაპროპორციულად გამკაცრებული რეგულაციების გათვალისწინებით, კიდევ უფრო ამძიმებს რიგითი მოქალაქეების მდგომარეობას.

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეები ცალსახად მიანიშნებს ერთი მხრივ სახელმწიფოს რეპრესიულ პოლიტიკაზე, ხოლო მეორე მხრივ, შსს-ს საპატრულო თანამშრომელთა მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილ არაერთგვაროვან მიდგომებზე. ეს ძირითადად გამოიხატება კოვიდრეგულაციების დარღვევის საფუძვლით, მოქალაქეების დაჯარიმებისას შესაბამისი ფორმალური საფუძვლების არასწორ ინტერპრეტაციასა და მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების უგულვებელყოფაში, რაც პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის საჭირო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.

ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ საქმეებში, რომელიც კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის ადამიანების დაჯარიმებას ეხება, ხშირად შსს-ს თანამშრომლები არ სწავლობენ სავარაუდო სამართალდარღვევის საქმეების მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებსა და ინდივიდუალურ მოცემულობებს. ცალკეულ შემთხვევებში კი, დაჯარიმება კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, პოლიციელის მიერ სამართლებრივი ნორმის არასწორი ინტერპრეტაციით ხდება.

საზოგადოებრივი წესრიგის და კანონმორჩილების მიღწევა მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრების და რეპრესიის გაძლიერების გზით იმთავითვე არასწორი და ხანგრძლივ პერსპექტივაში – არაეფექტიანია. კანონდარღვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია არა ჯარიმების გამოწერის სტატისტიკის ზრდა, არამედ კანონის ერთგვაროვანი და სამართლიანი აღსრულების უზრუნველყოფაც, რაც პოლიციელის მიერ ფაქტობრივ გარემოებათა შესწავლის გარეშე შეუძლებელი იქნება. ამასთან, არსებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედების პირობებში და კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის არსებული არაპროპორციულად მაღალი სანქციის გათვალიწინებით, ცალკეულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების მსგავსი პრაქტიკით დაკისრება, იქონიებს მძიმე ზეგავლენას მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ამ პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ ქვეყანაში მოქმედებს საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც არ ითვალისწინებს სათანადო საპროცესო გარანტიებს. ამდენად, შესაბამისი სტანდარტის დაკმაყოფილების გარეშე ჯარიმების გამოწერა კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს მისცემს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებათა დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

• კოვიდრეგულაციების დარღვევის საფუძვლით მოქალაქეების დაჯამირებისას, დაიცვან პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის საჭირო შესაბამისი სტანდარტი და გამოიკვლიონ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება თუ ინდივიდუალური საჭიროება, რაც ზეგავლენას მოახდენს ჯარიმის დაკისრებაზე;

• უზრუნველყოს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის საჭირო შესაბამისი სტანდარტების თაობაზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

საერთო სასამართლოებს:

• საქმეთა განხილვისას, მხედველობაში მიიღონ სამართალდამრღვევად ცნობილი პირის ახსნა-განმარტება, რა ვითარებაში მოხდა მათი დაჯარიმება და რა წინაპირობები უძღვოდა მას წინ. ამასთან, შეამოწმონ პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის საჭირო შესაბამისი სტანდარტები და მის საფუძველზე შეაფასონ მოქალაქეთა დაჯარიმების ლეგიტიმურობის საკითხი.

საქართველოს პარლამენტს:

• დაიწყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმა, რადგან არსებული კოდექსი არ სთავაზობს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს შესაბამის საპროცესო გარანტიებს.

 

ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...