spot_img
მთავარირეგიონის ამბებიკანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი, ახალი ტურისტული მარშრუტები -...

კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი, ახალი ტურისტული მარშრუტები – რა სიახლეებს სთავაზობს აჭარა ტურისტებს?

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი იწყება. რეგიონს უკვე სტუმრობს ტურისტები უკრაიანიდან, ისრაელიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან, საიდანაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისები ხორციელდება. დღეიდან, ქვეყანაში იხსნება სახმელეთო საზღვრები და რეგიონში ვიზიტორები სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიც გავლითაც შემოვლენ.

აჭარაში არსებული ტურისტული ობიექტი, სასტუმროები და კვების ობიექტები აგრძელებენ კოვიდრეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვას. დღეიდან, სტუმრებისთვის ოფიციალურად გაიხსნა რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია, კვების ობიექტები კი სტუმრების მასპინძლობას დახურულ სივრცეში შაბათ-კვირასაც შეძლებენ.

წელს, ზღვაზე დასვენებასთან ერთად ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს შესთავაზებს რეგიონი სტუმრებს. მათ შორის იქნება კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში. გარდა ამისა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომის ხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში.

მთიანაჭარაში მოგზაურობის მსურველებს ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე https://visitajara.com/ka/routes შეუძლიათ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...