spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კოვზანაძე: ლოქდაუნით შეკუმშული ეკონომიკა შეზღუდვების შერბილების ფონზე...

ირაკლი კოვზანაძე: ლოქდაუნით შეკუმშული ეკონომიკა შეზღუდვების შერბილების ფონზე მკვეთრად გაიშალა

ასეთი უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ცალსახად მისასალმებელია. იმედია სწრაფი და მასშტაბური ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას რომ გასული წლის აპრილში გვქონდა -16.6 %-იანი რეცესია, რის ფონზეც ზრდა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, ანუ ეს არის ,,ზამბარის ეფექტი”, ლოქდაუნით შეკუმშული ეკონომიკა შეზღუდვების შერბილების ფონზე მკვეთრად გაიშალა“, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ფბ-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ირაკლი კოვზანაძე საქსტატის მიერ ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება. მისი თქმით, წინ კიდევ ბევრი ეკონომიკური გამოწვევაა, რასაც პროფესიული ანალიზი და ბევრი შრომა სჭირდება.

კიდევ გავიმეორებ, რომ აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ეს უნდა იყოს დასაწყისი და წინ კიდევ ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა და ,,კოვიდგამოცანა” გვაქვს, რასაც პროფესიული ანალიზი და ბევრი შრომა სჭირდება. აპრილში საქართველოს ეკონომიკა რეკორდულად – 44.8%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% ია“, – წერს ირაკლი კოვზანაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნუ ვაზვიადებთ იმედის და ქოცპროპაგანდის შესაძლებლობებს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ტელეარხის მიერ ჩატარებულ...

“პოლიტიკოსებმა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოახდინონ სწორი პოლიტიკური ანალიზი და შესაბამისად იმოქმედონ” – მანანა...

კონკრეტული ფაქტების გახსენებით, პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს განიხილავს საქართველოს...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...