spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდის გაითავისებთ, რომ ადამიანები ხართ და არა -...

“როდის გაითავისებთ, რომ ადამიანები ხართ და არა – ცხოველები?!” – ბონდო მძინარაშვილი

დმანისში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი. მისი აზრით არასწორადაა შერჩეული ტერმინი “ეკომიგრანტები” სვანეთიდან წლების წინ ჩასახლებულ სვანებთან მიმართებაში:

ახლა, როცა ემოცია მეტნაკლებად დაცხრა, სრულიად გულწრფელად ვეკითხები ქართველ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს:

🛑 როცა ქვემოქართლელ სვანებს, რომლებიც 40 წლის წინ ჩამოსახლდნენ საქართველოს ამ ძირძველ მიწაზე, დამკვიდრდნენ და შვილებიც გააჩინეს, ახლა კი უკვე შვილიშვილებს ზრდიან, მაინც ეკომიგრანტებს უწოდებთ, მათ შორის, იმ ახალგაზრდებსაც, ვინც ამ რეგიონში დაიბადნენ, გაიზარდნენ და ოჯახები შექმნეს, იქნებ თქვენს ხელმძღვანელებსაც და კოლეგებსაც ჰკითხოთ, რამდენი წლის წინ ჩამოვიდნენ თბილისში საცხოვრებლად?!

🛑 თქვენ და ეგენი რატომ არ ხართ ეკო თუ არა, სხვაგვარად, მაგალითად, პროფესიული ნიშნით მიგრანტები?!

🔵 და როდის ისწავლით სახელმწიფოებრივად აზროვნებას?!

🔵 და რატომ ადანაშაულებთ ყოველთვის ქართველს, მაშინაც კი, როცა ჯერ არაფერი გარკვეულა?!

🔵 და როდის დაანებებთ თავს სახელმწიფოს მტრობას?!

🔵 და როდის მიხვდებით, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა და “არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია”?!

🔵 და როდის გაიგებთ ბოლოს და ბოლოს, რომ ქართველი საქართველოში ყველგან თავის სამშობლოშია?!

🔵 და როდის შეიგნებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ერთნაირად პასუხისმგებელია კანონის წინაშე და ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაპირისპირება ეთნიკურ ჭრილში არ უნდა განიხილოთ?!

🔵 და როდის გაითავისებთ, რომ ადამიანები ხართ და არა – ცხოველები?!” – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი – 28 აპრილი 2026 წელი, თბილისი

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი ➡️ 28 აპრილი,...

“რუსთაველზე მდგომი ხალხი არიან თანამედროვეობის გმირები!” – მარიკა არევაძე

საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება…” – თამარ ჯაფარიძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დისშვილი, თამარ ჯაფარიძე თავისი ბიძის მძიმე...