spot_img
მთავარიაქტუალური თემები"ყაზტრანსგაზი" ბუნებრივი აირის გაჟონვისას მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას...

“ყაზტრანსგაზი” ბუნებრივი აირის გაჟონვისას მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ყატრანსგაზ-თბილისი” განცხადებას ავრცელებს დიღომში დღეს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა და ქრონოლოგიურად გადმოსცემს ინფორმაციას ენერგო-კომპანიაში შესული შეტყობინებისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფის ქმედებების შესახებ და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს:

დიღმის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში, გაზის სუნის შესახებ შემოსული ზარის ქრონოლოგია:

  • კომპანიის ცხელ ხაზზე ზარი კორპუსში გაზის სუნის არსებობის შესახებ შემოვიდა 11:50:32 საათზე!
  • სწრაფი რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა 11:55:27-ზე!
  • ადგილზე ჯგუფი მივიდა 12:11:07 საათზე!
  • აალება მოხდა 12:10 საათზე!

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” წარმომადგენლები ადგილზე 30 წუთის დაგვიანებით მივიდნენ, სიცრუეა!

ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს, თითქოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი აალებამდე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და დათვალიერების შედეგად გაზის სუნი ვერ აღმოაჩინა!

 ვთხოვთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას!

 “ყატრანსგაზ-თბილისი” კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ!

გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, დიღომში მომხდარი აფეთქებისას, 8 ადამიანი დაშავდა, რომლებიც გადანაწილებულნი არიან  დამწვრობისა და ქირურგიის ცენტრში, ასევე ღუდუშაურისა და იაშვილის კლინიკებში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 240​1  მუხლით, ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის კვალიფიკაციით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...