spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს არის საბჭოთა პერიოდში მიღებული კანონი, რომელიც გაჟღენთილია...

“ეს არის საბჭოთა პერიოდში მიღებული კანონი, რომელიც გაჟღენთილია ნამგალი და უროს სულისკვეთებით” – კახა კოჟორიძე

1984 წელს მიღებულ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაზე ჯარიმები იზრდება და სანქციები მკაცრდება. პოლიტიკოსების ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ელის.

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, კახა კოჟორიძე, კომენტარს აკეთებს ამ საკითხთან მიმართებაში და აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, საბჭოთა პერიოდისკენ გადადგმულ ნაბიჯს ხედავს, რის გამოც აუცილებლად მიაჩნია კანონპროექტისთვის ვეტოს დადება:

ეს საკანონმდებლო ცვლილებები არის უაღრესად პრობლემატური. პირდაპირ ურტყამს გამოხატვის თავისუფლებას და საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც შეიძლება რაიმე პოლიტიკური პროცესისადმი ჰქონდეთ ან გაუჩნდეთ პრეტენზია და გამოხატონ ეს საჯაროდ, შესაძლოა მიიღონ რამდენიმე ათას ლარიანი ჯარიმა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის საბჭოთა პერიოდში მიღებული კანონი, რომელიც გაჟღენთილია ნამგალი და უროს სულისკვეთებით და რომელიც თანამედროვე, 21-ე საუკუნის საქართველოსთვის არის აბსოლუტურად არქაული და უკან გადადგმული ნაბიჯი ბრმა საბჭოეთში, მისთვის (პრეზიდენტისთვის – რედ.), როგორც ევროპული გამოცდილების მქონე პოლიტიკური ფიგურისთვის, მნიშვნელოვანი უნდა იყოს პოლიტიკური განაცხადის გაკეთება, რომ ეს მისთვის არის მიუღებელი და ვეტოს ადებს. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, რაც მას ვუთხარი“, – აცხადებს კახა კოჟორიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ადამიანი, რომლის სახელიც ცოდნას უკავშირდებოდა, ამქვეყნად სიცოცხლეს შესაბამის ადგილას გააგრძელებს” – გიორგი კეკელიძე გიგა...

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...