spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისალომე სამადაშვილი: "ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ,...

სალომე სამადაშვილი: “ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ, იარების მოშუშებისკენ”

დღეს, აქ ამ დარბაზში ჩვენი ყოფნა ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შედეგად შევიდა, რომ ჯებირები შეექმნა დემოკრატიული პროცესისთვის და როგორც სენატორმა შაჰინმა გითხრათ აშშ-ს სენატში, რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩაეტარებინა არჩევნები, ეს კრიზისი არ არის დასრულებული. ეს კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო. ამიტომ დღეს მე აქ, ამ დარბაზიდან პირველ რიგში მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ ნიკა მელიას, მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ რომ დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს შეთხანხმება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, გახდეს ნაბიჯი წინ, რომ ჩვენს ქვეყანაში დავასრულოთ პოლარიზაცია დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, უზრუნველყოფს იმას, რომ შემდეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საბოლოოდ პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს და გზას გაუხსნის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – აღნიშნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატი ასევე, გამოეხმაურა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებს და აღნიშნა, რომ ამ მოვლენებზე გამოცემული „ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ, იარების მოშუშებისკენ“.

ვერასდროს, ვერავინ ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან იმას, რაც იმ დღეს მოხდა, როდესაც ასობით ათასმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნის ღირსება დაიცვა. ვერც ამ პარლამენტის ისტორიიდან ამოიშლება ის დღე, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ამ დარბაზიდან გავაძევეთ ბატონი გავრილოვი. სამწუხაროდ, ვერც ის დღე ამოიშლება, როცა ამ დარბაზში იმუნიტეტი მოეხსნა ნიკა მელიას მის დასაპატიმრებლად. ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ, იარების მოშუშებისკენ, იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, წარსულ ტკივილს და შევძლოთ როგორც საზოგადოებამ, წავიდეთ წინ. თუმცა, წინ ვერ წავალთ, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის, რომ ეს ამნისტია მის უფლებებს არღვევს. ამიტომ ჩვენ უახლოეს დღეებში გვმართებს ფართო საზოგადოებრივი დიკუსია ამნისტიის კანონპროექტზე“, – განაცხადა სამადაშვილმა. მისი თქმით, ამ ქვეყნის ისტორია სავსეა მწვავე დაპირისპირებით, ტკივილით და მძიმე პოლიტიკური შეცდომებით. „ეს შეთანხმება იყო შესაძლებლობა მათ შორის, ჩვენთვის რომ მიგვეღწია ფართო ეროვნული კონსესუსისთვის და ბევრ საკითხზე დაგვეხურა ისტორიული თავი.დაგვეხურა ბევრი საკითხი, რაც უზრუნველყოფდა იმას, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების წაგება და მოგება არის ერთი უბრალო პოლიტიკური მოვლენა და არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყება, ვიღაც დაკარგავს ყველაფერს, ან მიიღებს ყველაფერს. ჯერ-ჯერობით კიდევ გვაქვს შანსი, თუ შევძელით და ეს ხელშეკრულება მოვიყვანეთ სისრულეში, ჩვენ წინ გვექნება კიდევ შანსი რომ გავაგრძელოთ ამ გზით სიარული, კონსოლიდაციის გზით სიარული“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში. იგი ნამდვილად დააკლდა საჯარო სივრცეს” – არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მმართველ გუნდში...

“როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე...

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე 40 წლის წინ...

“გაძვირება არის ტყუილი იმიტომ, რომ, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები” – ირაკლი კობახიძე

მედიასთან კომენტარეში, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, სურსათის გაძვირებასთან დაკავშირებით,...

📢 29 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ხალხისთვის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის გამო, შეკრების მონაწილეთა...

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა: "📢 29 აპრილს საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...