spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კუჭავა: მჯერა, რომ დღეს აქ ყველანი გამარჯვებულები...

კახა კუჭავა: მჯერა, რომ დღეს აქ ყველანი გამარჯვებულები ვართ, რაც მთავარია, გამარჯვებულია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი

მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს – შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარბაზში ამომრჩევლის ხმა მაქსიმალურად გაისმება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, კახა კუჭავამ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო გუნდს – ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატის თქმით, რომ სიმბოლურია, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როდესაც რამდენიმეთვიანი, მისივე შეფასებით, ხელოვნური შეფერხების შემდეგ, საპარლამენტო საქმიანობას დღეს ოპოზიციის რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი შემოუერთდა.

მჯერა, რომ დღეს აქ ყველანი გამარჯვებულები ვართ, რაც მთავარია, გამარჯვებულია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ამიტომ, ამ ტრიბუნასთან დგომა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს, და მაძლევს იმედს, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართება ცივილიზებულად, ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანი, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ამას“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით დღეიდან საპარლამენტო ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. „ჩემი მხრივ, გპირდებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, მე უზრუნველვყოფ, დავიცვა ბალანსი და ხელი შევუწყო დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში, თქვენთან ერთად“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა, კომპრომისებისა და დათმობის გზით, ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადაიდგას. კახა კუჭავამ საქართველოს გულშემატკივრებს, ვინც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად დიდი ენერგია ჩადო, მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ის უპრეცედენტო ძალისხმევა, რომელიც ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასწია.

მჯერა, რომ მაქსიმალურად გავამართლებთ ამ მოლოდინს, რომელიც საქართველოს, როგორც დემოკრატიისადმი ერთგული ქვეყნის, მიმართ არსებობს. იმედი მაქვს, ჩვენ კიდევ შემოგვიერთდებიან კოლეგები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს არ ესწრებიან სხდომას, მაგრამ მოახერხებენ და დაძლევენ ვიწროპარტიულ ინტერესებს, პატივს სცემენ ამომრჩეველს და პოლიტიკურად სწორ ნაბიჯს გადადგამენ საპარლამენტო საქმიანობაში საკუთარი წვლილის შესატანად. მტკიცედ მჯერა, იმისათვის რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და გავაერთიანოთ საქართველო, ჩვენ ჯერ უნდა გავერთიანდეთ აქ, პარლამენტში! – ეს სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს საერთო მომავალს“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კახა კუჭავამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ადამიანებისთვის ცხოვრების შემსუბუქება მიმაჩნია პირველად ამოცანად, ფასების დაწევა და საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად შემცირება...

გაჟღერებულ მოთხოვნებს, იმპორტირებული პროდუქტების დაბეგვრასთან დაკავშირებით, რათა ადგილობრივი პროდუქტი...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...

“უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში. იგი ნამდვილად დააკლდა საჯარო სივრცეს” – არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მმართველ გუნდში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...