spot_img
მთავარიკანონი და სამართალისამართალდამცავები, რომლებმაც მნიშვნელოვანი დარღვევები ჩაიდინეს 20-21 ივნისის ღამეს,...

სამართალდამცავები, რომლებმაც მნიშვნელოვანი დარღვევები ჩაიდინეს 20-21 ივნისის ღამეს, მათ მიმართ ამნისტიის გამოყენება არის დაუშვებელი – ნიკოლოზ სიმონიშვილი

სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ ამნისტიის კანონს, რომლის მიხედვითაც ამნისტია გავრცელდება იმ სამართალდამცავებზეც, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისს ძალადობრივი მიდგომები გამოიყენეს მოქალაქეების მიმართ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სიმონიშვილი განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულზე ამნისტიის გავრცელება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ და წამების წინააღმდეგ გაეროს კონვენციებს:

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეიძლება ამნისტიის ქვეშ მოექცნენ სამართალდამცავები, რომლებმაც მნიშვნელოვანი დარღვევები ჩაიდინეს 20-21 ივნისის ღამეს, აქ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ გაეროს კონვენცია წამების წინააღმდეგ, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც მიგვითითებს იმაზე, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულზე ამნისტიის გამოყენება არის დაუშვებელი.

ეს ამნისტიის კანონი უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა მიმართებითაც დასაშვებია ამნისტიის გამოყენება ჩვენი ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...