დღეს, 20 აპრილს, ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ბიზნესმენი, ბიოლოგი, საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ცოდნის ფონდის“, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ბენდუქიძე 65 წლის გახდებოდა.
კახა ბენდუქიძეს (დაბ. 1956, 20 აპრილი, თბილისი – გარდ. 13 ნოემბერი, 2014, ლონდონი) ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა, აქედან გამომდინარე ერთ სტატიაში მისი მთლიანი ბიოგრაფიის მოქცევა რთულია, თუმცა შევეცადეთ მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებს გაცნობოდით.
თავდაპირველად, კახა ბენდუქიძემ პირველი ბიზნესი დაიწყო ,,ბიოპროცესის“ ჩამოყალიბებით 1987 წელს. ამის შემდეგ მალევე პოპულარული გახდა, როგორც რუსეთის წამყვანი ლიბერეტარიანელი. რუსეთში ყოფნისას იგი ასევე აქტიურად მუშაობდა ინდუსტრიალისტთა კავშირის გადასახადებისა და სავალუტო ჯგუფში. ზოგადად ამ ჯგუფის მიზანი იყო რუსეთის საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლისა და მიხაილ ხოდორკოვსკის დაკავების შემდეგ ბენდუქიძემ რუსეთის დატოვება გადაწყვიტა.
,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრად დანიშნა (2004 წ). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში საქართველოს ყოველწლიური ეკონომიკა გაიზრდა 9.3%-ით, გასულ წლებთან შედარებით გაოთხმაგდა უცხოური ინვესტიციები.
სახელმწიფომ ოთხჯერ შეამცირა საგადასახადო წნეხი, ხოლო სავალდებულო ლიცენზიების რაოდენობა 90%-ით შეამცირა და შრომის ბაზრის ლიბერალიზაციაც მოხდა, რის შედეგადაც სახელმწიფომ მიიღო მანამდე თითქმის არ არსებული საშუალო კლასი.
კახა ბენდუქიძის მიერ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, არაკომერციული ,,ცოდნის ფონდის“ დაარსება, რომელიც 2007 წელს მან საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. სწორედ ამ ფონდმა დაარსა თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, რომლის მთავარი მიზანიც ახალგაზრდების მსოფლიო უმაღლესი დონის ცოდნით უზრუნველყოფაა დაარსებიდან – დღემდე. ,,ცოდნის ფონდის“ უაღრესად დიდ საქმეს აკათებს, ორგანიზაცია ინვესტირებას დებს საქართველოს მომავალ თაობაში – მათი სწავლის დაფინანსებაში. 2020 წლისთვის განხორციელებული ჯამური საქველმოქმედო ინვესტიცია 80 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით.
გთავაზობთ რჩეულ ციტატებს, რომლებიც კახა ბენდუქიძის სახელს ეკუთვნის:
- ყველაფერი რასაც ირგვლივ ხედავ არის ადამიანების შექმნილი. სახელმწიფოსი კი არა, ადამიანების.
- თუ გლანძღავენ – ესე იგი საინტერესოდ ცხოვრობ, თუ გემუქრებიან – ესე იგი მათთვის საშიში ხარ, თუ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ – ესე იგი მათ არ გაუმარჯვიათ!“
- თუ მთავრობას უნდა ეკონომიკის განვითარება, შეიძლება წარმოვიდგინოთ ორი გზა: პირველი – ხელი არ შეუშალოს ადამიანს იყოს მაქსიმალურად ეფექტური, და მეორე – აიძულოს ადამიანი იყოს უფრო ეფექტური. როგორ წარმოგიდგენიათ, აკრძალვებით, დაშინებით და მოტყუებით შეიძლება გავზარდოთ თქვენი ეკონომიკური ეფექტურობა? სხვისი? ყველასი?
- იუდა რომ ვყოფილიყავი ქრისტეს არ გავყიდიდი, შევეცდებოდი სხვანაირად მეშოვა ფული.
- „ჩემი წარმოდგენა ჩემზე ძალიან განსხვავდება მათი წარმოდგენისგან ჩემზე, – მე ჩემი თავი უფრო ბუნჩულა მგონია, ვიდრე მათ ჰგონიათ რომ ვარ“
- ვწერ იაპონურ კომპიუტერზე, რომელიც ნაწილობრივ მალაიზიაშია გაკეთებული, მინიმუმ, ერთი ჩიპი ტაივანიდან აქვს, ერთი – სამხრეთ კორეიდან. ვწერ ამერიკაში შექმნილი პროგრამის მეშვეობით, ქართული ჟურნალისთვის, რომელიც ფინურ ქაღალდზე გერმანული დანადგარით დაიბეჭდება. ამას ახლა გლობალიზაცია ეწოდება – კაცობრიობამ ისწავლა გლობალურად ვაჭრობა.
- სისულელეები წერეთ, მაგრამ ქართული ანბანი გამოიყენეთ.
- ცოდნა, შრომა, თავისუფლება.
- კორუფციასთან ბრძოლა შეუძლებელია ზომიერი იყოს. ან შენ ამარცხებ მას, ან ის ამარცხებს ქვეყანას.
- რეფორმები არის ომი, ომი არაეფექტურობასთან.
- ეკონომიკა ყველა ადამიანის მოქმედების შედეგია და არა ქარხნებისა თუ ფაბრიკების.
- არავითარ შემთხვევაში საშუალო სკოლაში სწავლის მთავარი მიზანი არ შეიძლება იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება – ეგ მთლიანად ამახინჯებს სასწავლო პროცესს.
კახა ბენდუქიძის ფოტოს ავტორი გაგა კაპანაძე
ავტორი
ლიზა დვალი