spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა მნიშვნელობა აქვს ზიზღი საიდან მოდის, ნაცურია ის...

“რა მნიშვნელობა აქვს ზიზღი საიდან მოდის, ნაცურია ის თუ ქოცური” – ეკა კვესიტაძე

“მთავარი არხის” ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილის წინააღმდეგ გამოთქმულ მწვავე, ნეგატიურ კომენტარებს ეხმიანება მიუღებლად მიიჩნევს პოლიტიკოსის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას და თანადგომას უცხადებს მას:

“თავზარდამცემია ის კომენტარები, რომელსაც სალომე სამადაშვილის მისამართით ვკითხულობ. რა მნიშვნელობა აქვს ზიზღი საიდან მოდის, ნაცურია ის თუ ქოცური. ზიზღი ზიზღია, ის გვანადგურებს, გვკლავს, ადამიანურ სახეს გვიკარგავს, ბარბაროსებად გვაქცევს და ნორმალურ საზოგადოებად ჩამოყალიბების შანს გვართმევს. ჩვენ კი სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ ნორმალური საზოგადოება გავხდეთ, სადაც ერთმანეთთან ცივილურ დისკუსიას შევძლებთ, სადაც არ შეგვზიზღდება ერთმანეთი მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული პოლიტიკური თუ იდეოლოგიური პოზიცია გვაქვს და რაც მთავარია, სადაც თავისუფლად შევძლებთ საკუთარი აზრის გამოხატვას და იმის შიში არ გვექნება, რომ ამ აზრის გამო ვირტუალური ქვებით ჩავიქოლებით.

წლებია ამ სივრცეში ამ უკიდურესად საშიში ტენდენციას ვაკვირდებით, შეშინებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ ზიზღის შიშმა მძევლებად აქცია. მე მძულს ეს შიში, რადგან ის გაიძულებს საკუთარ თავს უღალატო. ამიტომ თანადგომა ყველას, ვინც ამ შიშის დაძლევას ახერხებს და პირველ რიგში, ჩემი თანადგომა Salome Samadashvili-ს, რომელიც ყოველთვის უშიშრად იცავდა თავის პოზიციას და არასდროს არ უღალატია თავის თავისთვის,” წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ეკა კვესიტაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გაძვირება არის ტყუილი იმიტომ, რომ, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები” – ირაკლი კობახიძე

მედიასთან კომენტარეში, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, სურსათის გაძვირებასთან დაკავშირებით,...

“რაც ახლა ანტისახელისუფლებო სივრცეში ხდება – პოლიტიკური კანიბალიზმია, ერთმანეთისა და თვითშეჭმის პროცესი” – არჩილ...

ოპოზიციუე/საპროტესტო ფლანგზე შექმინი რეალობა და პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორის, ანალიტიკოს...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...