spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაციონალური მოძრაობა" ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს -...

“ნაციონალური მოძრაობა” ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს – აკაკი მინაშვილი

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები განმარტებებს აკეთებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემოშავებულ დოკუმენტთან მიმართებაში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი პარტიის პოზიციის დაფიქსირებისას აცხადებს, რომ არ მოაწერენ ხელს აღნიშნულ დოკუმენტს, რადგანაც აქვთ კონკრეტული შენიშვნები:

ნაციონალური მოძრაობა ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს შემდეგი მიზეზების გამო: პირველ რიგში, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა, რადგანაც აქ არის საუბარი გირაოზე. თქვენ იცით ჩვენი პოზიცია გირაოს გადახდაზე. ნიკა მელიასთან მიმართებაში საუბარია ასევე ამნისტიაზე და იმ ჩანაწერით, რაც არის ამ შეთანხმებაში, ძალიან ფართოა და მოიცავს იმ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, ვინც გადამეტებული ძალის გამოყენებით და ძალადობით ზიანი მიაყენა იმ ადამიანებს, ვინც გამოხატავდა თავის პროტესტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ეს მიდგომა ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო გაამძაფრებს ვითარებას და კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას მოახდეს“, – აცხადებს აკაკი მინაშვილი

შეგახსენებთ, შარლ მიშელის დოკუმენტში, რომელიც ყველა პოლიტიკური პარტიისთვის არის შეთავაზებული, 5 პუნქტისგან შედგება და მასში საუბარია პატიმრების ციხიდან გამოშვებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან პრინციპზე.

ავტორი
სალომე მჭედლიძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...