spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოლაპარაკებებში ყველას გვმართებს ღირსეული მიდგომა, სახელმწიფოებრივი მიდგომა" -...

“მოლაპარაკებებში ყველას გვმართებს ღირსეული მიდგომა, სახელმწიფოებრივი მიდგომა” – გიორგი ვაშაძე

ევროკავშირის წარმომადგენლობაში დღეს გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეაფასა შეხვედრის დეტალები და კონკრეტული განმარტებები გააკეთა შეთანხმების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის პროექტთან მიმართებაში “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით დოკუმენტში ბევრი რამ უკეთ შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს მედიატორების ძალისხმევა და მოხდეს საბოლოო შეთანხმება:

დღეს, შეხვედრაზე როცა შევდიოდი ვთქვი, რომ იქნებოდა შეთანხმების დღე, მაგრამ შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ დემონსტრაციულად თუ არ ვიცი რატომ, არ გამოცხადდა ამ შეხვედრაზე და ამის თაობაზე მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობეს მედიატორებს. სახელისუფლებო ძალის მხრიდან ასეთი ქცევა არის წარმოუდგენელი შოკისმომგვრელი ფაქტი.

რაც შეეხება დოკუმენტს, ხელთ მაქვს და იგი გამოქვეყნდება. ეს არის ფაქტობრივად საბოლოო სახე, რომელშიც მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შეიძლება შევიდეს. ჩემი გადასახედიდან, ბევრი რამ შეიძლება კიდევ მინდოდა, რომ ყოფილყო ამ დოკუმენტში, მაგრამ ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც ყველა მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით.

რა წერია ამ დოკუმენტში? ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი, ორივეს საკითხი უნდა გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში. ასევე გეტყვით, რომ რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი ან პრეზიდენტის შეწყალება. ერთიც და მეორე მექანიზმიც შეიძლება იყოს გამოყენებული და ეს არის მკაფიო პოზიცია გამოხატული ამ დოკუმენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, აქ მითითებულია 43 პროცენტის აუცილებლობის აღება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის ის რაციონალური კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მედიატორებმა შემოგვთავაზეს.

პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ჩართვის დროს იყო კიდეც საუბარი, რომ ახლა 4 წლის მანძილზე არავინ აპირებს არც ევროპის და აშშ-ის მხრიდან, რომ მუდმივად ჩვენი მედიატორები იყვნენ ამ მოლაპარაკებაში. ამიტომ ყველას გვმართებს ღირსეული მიდგომა, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რასაც მე ვერ ვხედავ „ქართული ოცნების“ მხრიდან და ძალიან გაწბილებული ვარ დღევანდელ დღეს და მინდა ვთქვა, რომ ამ ხელმოწერას კი არ დაიმახსოვრებენ ვინ მოაწერა და ვინ არ მოაწერა ხელი, ათწლეულების მერე დაიმახსოვრებენ ერთ რამეს, თანამედროვე პირობებში, 2021 წელს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა შესაძლებლობა კონსენსუსის შეთანხმების თუ როგორც 90-იანებში მოხდა, საშინელ დაპირისპირებაში გადავიდა ყველაფერი, როცა ვერ შეთანხმდნენ კონკრეტული ადამიანები.

ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ და იმედი მაქვს, ეს დესტრუქცია, რომელიც დღეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, იქნება გამოსწორებული და შეთანხმება შედგება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ…!” – ნუნუკა თამაზაშვილი

"უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რიყის დოქებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას...