spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"რამდენიმე მედიასაშუალება ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის...

“რამდენიმე მედიასაშუალება ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით” – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გელათის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილ ობიექტებთან დაკავშირებით:

რამდენიმე მედიასაშუალება ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სიცრუეა, თითქოს ობიექტის ამ ფორმით კონსერვაცია უსახსრობის გამო მოხდა. პროცესი თავად მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით განხორციელდა. კერძოდ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ჩრდილოეთით 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა. აღმოჩენილი არტეფაქტები და კერამიკული მასალა კი ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალის სამუზეუმო ფონდებში 2019 წელსვე განთავსდა. ასევე განვმარტავთ, რომ ვინაიდან, არქეოლოგიური ობიექტის ღია ფორმით შენარჩუნება მისი დამცავი კონსტრუქციის სახით, გელათის ტერიტორიაზე ახალი სივრცის გაჩენას გამოიწვევდა, 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნაგებობები, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით რეკულტივირდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, მათ შორის გელათის კომპლექსზე გამოვლენილ არქეოლოგიურ ობიექტებზე ნებისმიერი ჩარევის საკითხი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ, განიხილება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მრჩეველ უწყებებთან, კერძოდ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (იუნესკო) და მის მრჩეველ ორგანიზაციებთან. კულტურული ფენების კონსერვაციას არქეოლოგიური ობიექტებისთვის დაცვის გარანტიების შექმნაც დაედო საფუძვლად, რაც გელათის მონასტრის მთავარ ტაძარსა და წმინდა გიორგის ეკლესიაზე 2021 წელს დაგეგმილ კვლევით და ფიზიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

ამავდროულად, განათხარი არეალი ჰიდროლოგიურად გარკვეულ რისკს უქმნიდა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის საძირკველსა და სტრუქტურას, ვინაიდან არქიტექტურულ ძეგლთან უშუალო სიახლოვეს მდებარე არეალში ნალექი უხვად კონცენტრირდებოდა.

ინფორმაციისთვის, ამ დრომდე წმ. გიორგის ტაძრის მიმდებარედ ჩატარებული გათხრებისას ანტიკური ხანის, ადრეული შუასაუკუნეების, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები და მოძრავი არტეფაქტები დაფიქსირდა.

არქეოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლინდა ახალი წელთაღრიცხვის მე-2, მე-3 საუკუნეების ქვევრსამარხი. გაითხარა ადრეული შუასაუკუნეების (დაახლ: IX-X ს.ს.) მოზრდილი ქვებითა და დუღაბით ნაშენი დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში სამეურნეო დანიშნულებით გადაკეთდა და განახლდა. სამეცნიერო გათხრებისას აღმოჩნდა დაახლოებით მე-13, მე-14 საუკუნეების ღვარსადენის ნაშთები და მე-17, მე-18 საუკუნეებში ახლადაგებული დაკირულქვევრებიანი მარანი. ისტორიული არქიტექტურული ნაგებობები 1510 წელს თურქთა შემოსევის შედეგად ნანგრევებად იქცა და მონასტრის აღმოსავლეთის კარიბჭის დონეზე ნიველირდა,” – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

ჭანარი (Luciobarbus capito) 🐟 იცოდით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იშვიათი თევზი ჭანარია?

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...