spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"რამდენიმე თვეა, ვცდილობ ჩემი ჯანმრთელობის პროლემების მოგვარებას, მაგრამ,...

“რამდენიმე თვეა, ვცდილობ ჩემი ჯანმრთელობის პროლემების მოგვარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ, ამიტომ დამჭირდა უცხოელი ექიმების ჩარევა” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებთ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლასთან მიმართებაში წარმოქმნილ სამართლებრივ ნიუანსებზე ამახვილებს ყურადღებას:

მოგეხსენებათ, ჩემი სამარცხვინოდ პოლიტიკური სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს და სრულიად გაურკვეველი მიზეზით, პროკურატურის თანხმობა მჭირდება ქვეყნის დასატოვებლად (ეს დამატებითი სანქცია ცალკე მტკიცებულებაა, რომ საქმე პოლიტიკურია).

სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო. რამდენიმე თვეა, ვცდილობ ჩემი ჯანმრთელობის პროლემების მოგვარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ. ამიტომ დამჭირდა უცხოელი ექიმების ჩარევა.

ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვახერხე და კოვიდით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ავსტრიელმა ექიმებმა ჩამინიშნეს აუცილებელი კვლევები, რომლებიც აქ, სამწუხაროდ, არ ტარდება და სრულიად აუცილებელია ჩემი მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და განკურნებისთვის.

ჩემი ავსტრიელ ექიმებთან კომუნიკაციის შედეგად, მათ ჩათვალეს, რომ მე მჭირდება მათი “სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა” (ციტატა მათი წერილიდან) და კონკრეტული კველვები და სამედიცინო პროცედურები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ამგვარი აუცილებლობის გამო, ავსტრიის სახელმწიფომ მომცა ქვეყანაში შესვლის სპეციალური და საგამონაკლისო საშვი.

პროკურატურას წარვუდგინე ავსტრიელების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია და მივმართე მოთხოვნით, რომ მოეცათ თანხმობა, ერთი კვირით დამეტოვებინა ქვეყანა. ეს არც სასამართლო პროცესების მიმდინარეობას აფერხებს და ცხადია არც სადმე გაქცევას ვაპირებ.
სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე პროკურატურისგან მივიღე უარი. დასაბუთება – არავითარი: მიმალვის საფრთხე.

სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა არ მუშაობს. და რა მუშაობს აბა, სიკვდილი, როგორც აბსოლუტური საჭიროება?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია და მიმართავს სხვადასხვა უწყებას, ორგანიზაციას.

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
US Embassy Tbilisi, Georgia
European Union in Georgia
Nino Lomjaria
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
სამართლიანი არჩევნები (ISFED)

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...