spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისინი დღეს იქცნენ სააკაშვილისა და გვარამიას პოლიტიკური ვაქხანალიის...

“ისინი დღეს იქცნენ სააკაშვილისა და გვარამიას პოლიტიკური ვაქხანალიის მონაწილეებად” – ვატო შაქარიშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილ წევრებთან, ამჟამად  ოპოზიციაში მყოფ ცალკეულ პოლიტიკოსებთან, მათ შორის ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძესთან მიმართებაში ისაუბრა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა და მათ რევანშისტული ძალების ბალასტი უწოდა:

სააკაშვილის და რევანშისტული ძალების ბალასტად გადაქცეული ეგრედ წოდებული ოპოზიციონერები, რომლებიც ოპოზიციურ ერთობაში არანაირი კაპიტალით არ მონაწილეობენ. ერთადერთი ვინც ასეთ დავალებებს იძლევა, მათ პირდაპირ მოსთხოვეს საკუთარმა დამკვეთებმა – ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა.

გადალახულია ყველანაირი ზღვარი ამ ადამიანების მხრიდან, რასაც აკეთებენ. მიხარია, თუ რამდენიმე ადამიანი სარკეში ჩავახედე, რადგან ისინი დღეს იქცნენ სააკაშვილისა და გვარამიას პოლიტიკური ვაქხანალიის მონაწილეებად, ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ მე, ისევე როგორც ძალიან ბევრ ადამიანს, ეს ადამიანები არ ემეტებოდა იმ მდგომარეობისთვის, რა მდგომარეობაშიც საკუთარი თავი ჩაიგდეს დღეს,” – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა

ეკა ბესელიამ, ტვ პირველთან საუბრისას, საკმაოდ მწვავე პასუხი გასცა ვატო შაქარაშვილს:

მე ვიცი, რომ ცოტა ხნის წინ მას ქონდა ფინანსური პრობლემები, როგორც ჩანს მისი კომფორტი და სულის გაყიდვა, იყიდეს იქ, სადაც გროშებს უხდიან ქართულ ოცნებაში. ის ჩემს ოჯახში შემოდიოდა, ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, მან კარგად იცის, რომ დედამიწაზე არ არსებობს არავინ, ვისაც ჩემზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ამ პატარა ბიჭმა ვერც კი მოასწრო პოლიტიკაში გააზრება, ისე დაასრულა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორი
სალომე მჭედლიძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქალებო, მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ” – მარიკა არევაძე

ქალთა მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს 18:00 საათზე იკრიბება რუსთაველის...

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...