ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“კარგად დაგვთვალონ რამდენი ვართ და იოცნებონ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე” – ირმა ჭკადუა.

დღეს ევროპის მოედანზე გაიმართა აქცია-პერფორმანსში ,,მდუმარე შეკრება”. საინფორმაციო სააგენტო “პარალელი” აღნიშნულ ღონისძიებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ადვოკატ ირმა ჭკადუას, რომელმაც კონკრეტული შეფასებები გააკეთა მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში:

,,დღევანდელ აქციას აქვს ძალიან სიმბოლური დატვირთვა. ყველამ ვიცით, რომ გარკვეული ჯგუფის მიერ, ზოგადად ოკუპირებულია თითქოს საქართველო და თავი ჰგონიათ ყველაფერი, თუმცა ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ვერ გამოყავთ 10 000 ადამიანიც კი. საზოგადოება დაიღალა მათი მოსმენით და ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ უნდა გამოთქვას პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ისინი არ არიან და რომ საქართველო არის დანარჩენი ხალხი, რომელსაც თვითონ ვერ ხედავენ და ღმერთმა დაიფაროს, რომ თუ ისინი ოდესმე რევანშისთვის დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, მაშინ ხალხს მით უფრო სულს ამოხდიან. ამიტომ კარგად დაგვთვალონ რამდენი ვართ და იოცნებონ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე.

ისინი იბრძვიან სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რაც მათი არაერთი ქმედებით დადასტურდა – თუნდაც ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნით, ის რომ ძალით ციხეში წავიდა ბატონი მელია, ის რომ უწმინდესს ებრძვიან, ყველანაირად ებრძვიან – პიროვნებას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში რეიტინგებში პირველ ადგილზეა და არ არსებობს ქვეყანაში არც პოლიტიკოსი, არც საჯარო მოხელე და არც არავინ, ვისაც მასზე დიდი რეიტინგი აქვს. აქედან გამომდინარე ჩვენ, ვინც დღეს აქ ვართ, ვგულშემატკივრობთ უნეტარესსაც, მის მხარდასაჭერადაც ვართ, რომ შეწყდეს ეს სიბინძურის ნიაღვარი.

უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ძალას უწოდებს საკუთარ თავს, დაინახოს რომ ისინი არ არიან და ვერ იქნებიან მთავარი ოპოზიციური ძალა და ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ავტორი
ლიზა დვალი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული