spot_img
მთავარიშოუ-ბიზნესიTbilisi Open air 2021 აღარ გაიმართება...

Tbilisi Open air 2021 აღარ გაიმართება…

ფესტივალ “Tbilisi Open Air”-ის ორგანიზატორებმა, დაგეგმილი ღონისძიების გაუქმების თაობაზე, ფეისბუქ ოფიციალურ გვერდზე, სპეციალური განცხადება გაავრცელეს:

მეგობრებო, სამწუხაროდ, გვიწევს, გითხრათ, რომ 2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის.

მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და ფესტივალის ჩატარებას წელს მაინც შევძლებდით, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულფასოვნად ჩავატაროთ დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი, თუნდაც შემოდგომაზე.

ამ პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თქვენი უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველვყოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ უცხოელი შემსრულებლების ქვეყანაში ჩამოყვანაზე.
დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ურთულეს პერიოდს ერთად გადავლახავთ და 2022 წელს ისეთ ფესტივალს შემოგთავაზებთ, რომელიც სამწლიან მოლოდინს სრულად აანაზღაურებს.

ვაუქმებთ Tbilisi Open Air 2021-ის ფეისბუქის ივენთს (facebook.com/events/501806750721717), 2022 წლის ფესტივალის თარიღებსა და ლაინაფს კი მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვაცხადებთ.

ოფიციალური ივენთის გარდა, სამწუხაროდ, უცნობი პირების მიერ შექმნილია ფესტივალის რამდენიმე ფეიქ-ივენთი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ.

წელს, ისევე როგორც შარშან, აუცილებლად ჩავატარებთ მცირე მასშტაბის ღონისძიებებს, როგორც კი რეგულაციები ჩვენთვისაც შემსუბუქდება და ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს.

ათწლიანი და ორწლიანი სასაჩუქრე საშვების მფლობელთა საყურადღებოდ: თქვენ უფასოდ დაესწრებით 2022 წლის ფესტივალს + 10 წელი და 2 წელი, შესაბამისად.
 ვისაც საშვები ჯერ არ წაუღია, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე info@altervision.ge ან გამოგვიგზავნოთ პირადი შეტყობინება.

P. S. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ აპრილში დაგეგმილი ორი ივენთის (Lisi Wonderland: Chapter #5 და Lisi Wonderland: Chapter #6) სავარაუდო თარიღებს. 17 და 24 აპრილს მათი ჩატარება, ბუნებრივია, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვერ მოხერხდება.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის.

იმედია, 2022-ში ყველანი ერთად დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, რომლის ნაწილი ჩვენი ფესტივალიცაა,” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასული 2020 წლის ფესტივალიც ამავე მიზეზის გამო იქნა გაუქმებული.

ავტორი
სალომე მჭედლიძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...